ქართულად: 
ახალი ამბები

პრეპარატ “კამელინის” გამოყენების სფერო ფართოვდება

პრეპარატ “კამელინ მ 1” ხსნარის ელექროფორეზის და “კამელინ მ 3” მალამოს ულტრაფონოფორეზის აქტიურად გამოყენება კლინიკა “ხერხემალში" საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების მკურნალობაში გასული წლის ივნისის თვეში დაიწყო მას შემდეგ, რაც ბალნეოლოგიურ ცენტრში პრეპარატ “კამელინის” სხვადასხვა ფორმებზე კლინიკური კვლევების ეფექტურობა დადგინდა.
კლინიკა “ხერხემალის” ხელმძღვანელი მედიცინის დოქტორი ნინო ფალიანი ამბობს: "პრეპარატ “კამელინის” იმუნომოდულატორული და ანტიანთებითი მოქმედება კარგად არის ცნობილი. აქედან გამომდინარე ისეთი დაავადებების მკურნალობაში როგორიცაა მუხლის, მენჯ-ბარძაჯის, მხრის სახსრის ართროზი, ბურსიტი, ტენდოვაგინიტი, სპონდილოზი, დისკოპათიები და სხვა, მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის ნორმალიზაცია და ანთებითი პროცესების კუპირება, ამ მხრივ “კამელინის” გამოყენება კომპლექსურ თერაპიაში შესანიშნავ შედეგს იძლევა. ”კამელინის” გამოყენება დისკების რეგენერაციის პროცესს უწყობს ხელს. კლინიკა “ხერხემალი” არის მოსკოვში არსებული სამი კლინიკის ანალოგიური, რომელსაც კურირებს ვერტებრონევროლოგი, მედიცინის დოქტორი ფიოდორ სტუპინი, რომელიც ჩვენი მხრიდან გაეცნო “კამელინის” გამოყენების მიზანშეწონილობას ულტრაფონოფორეზის გამოყენებით და მოსკოვში თავის კლინიკებშიც დანერგა. მალე გამოვა ბროშურა, სათაურით “მალთაშორისი დისკების თიაქარი”, სადაც სპეციალისტები, სტუდენტები და პაციენტები უფრო დაწვრილებით გაეცნობიან “კამელინის” გამოყენების მეთოდიკას აღნიშნული დაავადების დროს.

სამეცნიერო-ფარმაცევტული კომპანია "კამელინი"
 

2011.05.02