ქართულად: 
ახალი ამბები

“კამელინი” ბუნებრივი წარმოშობის ძლიერი იმუნომოდულატორია

იმუნიტეტი ლათინური სიტყვიდან “immunis” წარმოდგება და “დაავადებებისაგან განთავისუფლებას” ნიშნავს, ანუ ორგანიზმის დამცველობითი მექანიზმის ჩართვას ნებისმიერი, მისთვის უცხო მიკროორგანიზმების და უჯრედების წინააღმდეგ, რომელთა “შეტევა” ჯანმრთელ ორგანიზმზე ყოველდღიურად მიმდინარეობს. არსებობს პრეპარატები, რომლებიც აძლიერებენ იმუნური სისტემის მუშაობას და იცავენ ორგანიზმს მრავალი დაავადების განვითარებისგან. ასეთ პრეპარატებს იმუნომოდულატორებს უწოდებენ. ერთ-ერთ მათგანს უნიკალური თვისებების მქონე, ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატი “კამელინი” წარმოადგენს.

კომპანია “კამელინის” ბიზნესის განვითარების მენეჯერი, ფარმაცევტი, აკადემიური დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორი ციცინო გაგნიძე აღნიშნავს, რომ იმუნიტეტი არის მუდმივი, მრავალსაფეხურიანი დაცვა ორგანიზმის გარე და შიგა არასასურველი ფაქტორების მოქმედებისაგან. მის დაქვეითებას იწვევს არახელსაყრელი პირობები, რაც გასათვალისწინებელია ყოველი ადამიანისათვის, მაგალითად, გადაციება, დამწვრობები, სისხლის დაკარგვა, ტრავმები, შიმშილი, როდესაც ირღვევა ორგანიზმის დამცავი ბარიერები და სისხლში მოძრავი ანტისხეულებისა და დაგროვილი შხამების ბალანსი, რაც დამღუპველად მოქმედებს ადამიანზე და იწვევს იმუნური სისტემის სრულ მოშლას. იმუნიტეტის ხანგრძლივი დაქვეითება ზრდის კიბოს უჯრედების განვითარების რისკს.

იმუნომოდულატორები არეგულირებენ იმუნური სისტემის მუშაობას და იცავენ ორგანიზმს დაავადებებისგან. სწორედ ასეთი თვისებების მატარებელია პრეპარატი “კამელინი”, რომლის იმუნომოდულატორული მახასიათებლები სხვა მაჩვენებლებთან ერთად გამოვლინდა კვებეკის და ბერნის უნივერსიტეტებში სამეცნიერო კვლევებით. “კამელინი”, როგორც იმუნომოდულატორი, შესაძლოა გამოვიყენოთ კომპლექსურ თერაპიაში ქრონიკული ინფექციების, სიმსივნური დაავადებების, იმუნოდეფიციტური მდგომარეობის, ალერგიული და სხვა დაავადებების სამკურნალოდ. “კამელინის” იმუნომოდულატორული მოქმედების რთული მექანიზმი გამოიკვლიეს კანადასა და შვეიცარიაში. “კამელინი” არის მაღალი ბიოლოგიური აქტივობის რამდენიმე ნაერთის ერთობლიობა. “კამელინით” მკურნალობისას კიბოთი დაავადებული ვირთაგვების (საცდელი ჯგუფი) ორგანიზმში, იმ ვირთაგვებისგან განსხვავებით,რომლებიც არ იღებდნენ აღნიშნულ პრეპარატს (საკონტროლო ჯგუფი), მკვეთრად (თითქმის ათასი ერთეულით) მატულობდა კიბოს უჯრედების განადგურებაზე პასუხისმგებელი იმუნური ფაქტორების ხვედრითი წილი.

“კამელინი”თავსებადია ყველა სამკურნალო საშუალებებთან, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების, განსაკუთრებით სიმსივნეების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ “კამელინი”-ს ბაზაზე დამზადებული პრეპარატები: “კამელინი მ-1”-ამპულები, “კამელინი მ-2”- კაფსულები, “კამელინი მ-3”- მალამო და “კამელინი მ-4”-სანთლები არ იწვევს არავითარ გვერდით მოვლენებს, გამოირჩევა უნივერსალური მოქმედების მექანიზმით ბაქტერიულ, ვირუსულ, სოკოვან, ონკოლოგიურ, გინეკოლოგიურ და სხვა დაავადებებთან მიმართებაში, არის იმუნური სისტემის შესანიშნავი გამაძლიერებელი და შესაძლებელია მათი ფართო გამოყენება პროფილაქტიკის მიზნითაც.

თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში აკადემიკოს ბესიკ იაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა “კამელინის” იმუნომოდულატორული, ანტიოქსიდანტური თვისებები სხვადასხვა ხარისხის დამწვრობის მქონე პაციენტებისთვის. “კამელინის” ეფექტურობა დამწვრობით გამოწვეულ დაავადებებზე იმუნური თვალსაზრისით შეისწავლა სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის იმუნორეაბილიტაციის განყოფილების გამგემ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ბორის კორსანტიამ. მისი თქმით, დამწვრობა იწვევს ორგანიზმის ძლიერ იმუნოდეპრესიას, რომელიც კორელაციაშია დამწვრობის ხარისხთან, სიღრმესა და გავრცელებასთან. მაგალითად 30-50 პროცენტიანი დამწვრობა იწვევდა იმუნური პასუხის თითქმის სრულ ბლოკირებას. ამ ფონზე “კამელინმა” გამოავლინა დადებითი კლინიკური ეფექტი და გამოიწვია იმუნური სისტემის ნორმალიზაცია. “კამელინი” ნამდვილად არის ძლიერი იმუნომოდულატორი, ანუ საუკეთესო საშუალება იმუნური სისტემის სრული რეაბილიტაციის და გაძლიერებისათვის, მითუმეტეს, დამწვრობით გამოწვეული პათოლოგიის დროს.

სამეცნიერო-ფარმაცევტული კომპანია "კამელინი"
 

2011.04.06