გარუჯვის აკრძალვა არ არის გამართლებული
 |
მზეზე ყოფნის ამკრძალავი რეკომენდაციები სამედიცინო თვალსაზრისით გაუმართლებელია. როგორც ინგლისელი მეცნიერები ვარაუდობენ, გარუჯვაზე უარის თქმამ შესაძლოა D ვიტამინის ნაკლებლობა გამოიწვიოს, რაც შეიძლება მრავალი პათოლოგიის განვითარების მიზეზი გახდეს.
ინგლისელმა მეცნიერმა ოლივერ ჯილემ (Oliver Gillie) ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ დიდი ბრიტანეთის სამთავრობო და ბევრი საზოგადოებრივი ორგანიზაცია გამუდმებით შეახსენებენ მოსახლეობას, რომ გარუჯვა საზიანოა, რეკომენდაციას უწევენ მზის სხივებისაგან მაქსიმალურად დამცავი კრემებით სარგებლობას, ჩრდილში ყოფნას, რასაც მეცნიერი არასწორად მიიჩნევს, განსაკუთრებით ინგლისისათვის, სადაც მზიანი დღეები არც ისე ხშირია.
ეს აკრძალვები დაფუძნებული იყო მზეზე ყოფნით კანის კიბოს რისკის შესაძლო გაზრდაზე, მაგრამ მეცნიერი მიიჩნევს, რომ გაცილებით საშიშია ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებლობა, რომლის აქტიური ფორმის დიდი ნაწილი კანში მზის სხივების ზემოქმედებით სინთეზირდება. მეცნიერი აცხადებს, რომ ზემოთაღნიშნული რეკომენდაციების დაცვა გამოიწვევს ვიტამინის დეფიციტს, ჯანმრთელობის დაკარგვასა და ნაადრევ სიკვდილს».
როგორც აღნიშნავენ, ვიტამინი D ასრულებს რა გადამწყვეტ როლს ოგანიზმში კალციუმის ცვლის პროცესში, გავლენას ახდენს უჯრედების ზრდაზე. კალციუმის ნაკლებობა იწვევს ძვლის სიმტკიცის დაქვეითებას, ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა და ფსიქიკური დაავადებების განვითარებას. http://Mednovosti.Ru
|