კიბოს ეშინია... რძის
 |
დღეში ერთ ჭიქა რძეს შეუძლია სერიოზულად შეამციროს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკი, ამტკიცებენ მეცნიერები, რომლებმაც გააანალიზეს მსოფლიოში ყველაზე მსხვილი გამოკვლევები. რძის შემადგენლობაში შემავალი კალციუმი, როგორც ადრეც თვლიდნენ, თამაშობს მნიშვნელოვან როლს ნაწლავის კიბოს განვითარების თავიდან აცილების პროცესში. სხვადასხვა ფორმის კიბოს შორის ზ.ა. ფორმა მეორეა სიკვდილის განვითარების საფრთხის მიხედვით.
მკვლევარებმა აჩვენეს, რომ კალციუმის ჭარბი მოხმარება ამცირებს ისეთი პოლიპების განვითარების რისკს, რომლებიც შეიძლება ტრანსფორმირდნენ ავთვისებიან წარმონაქმნებად.
მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდნენ კვლევებს სხვადასხვა დიეტების შესასწავლად, თუმცა ვერ შეძლეს საბოლოოდ დაემტკიცებინათ სწორი ბალანსირებული კვების მნიშვნელობა კიბოს განვითარების რისკის შემცირებაში.
ამ კავშირის უკეთ განსაზღვრის მიზნით ბოსტონელმა მეცნიერებმა გააანალიზეს 10 მსხვილმასშტაბური კვლევა, რომელიც მოიცავდა 500 000 ადამიანის კვების თავისებურებებზე დაკვირვებას. დაკვირვების ქვეშ მყოფ 5000 ადამიანს განუვითარდა მსხვილი ნაწლავის კიბო.
ადამიანებს, რომლებიც დღის განმავლობაში ღებულობდნენ 168-224მლ რძეს, მომავალში მსხვილი ნაწლავის კიბოთი დაავადების რისკი 12 პროცენტით ნაკლები ჰქონდათ იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც კვირაში ორ ჭიქაზე ნაკლებ რძეს სვამდნენ. ამ კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის ჟურნალში (Journal of the National Cancer Institute).
ყოველდღიურად ერთ ჭიქაზე მეტი რძის მოხმარება კიბოთი დაავადების ალბათობას
ამცირებს 15 პროცენტით. აღსანიშნავია, რომ რძის სხვა პროდუქტებზე სტატისტიკურად დამაჯერებელი რეზულტატები არ იქნა მიღებული. http://mignews.com/
|