აქტიური ცხოვრება გვიცავს კიბოსაგან
ფიზიკური აქტივობის მომატება სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების პროფილაქტიკური საშუალებაა. ამ დასკვნამდე მივიდნენ ფრედ ხანჩინსონის სახელობის ონკოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერები (სიეტლი, აშშ).
მათ მიერ წარმოებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ცხოვრების თუნდაც შედარებითი აქტიური წესის მიმდევარი ასაკოვანი ქალების (მენოპაუზის შემდეგ) სისხლში მცირდება შემცველობა ესტროგენებისა, რომლებიც სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების პროვოცირებას იწვევენ. ეს ფენომენი შეინიშნება სხვა იმ ფაქტორებისაგან დამოუკიდებლად, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ორგანიზმის ჰორმონალურ სტატუსზე (ჭარბი წონა, მავნე ჩვევები და სხვ.) http://AskDoctor.ru
|