logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


ვაშლის დიეტა


ზღაპრებში ვაშლების გამაახალგაზრდავებელ უნარზე უსაფუძვლოდ არ წერენ. ვაშლი ძალზე ძვირფასი პროდუქტია. ის შეიცავს თითქმის ყველა ვიტამინსა და მინერალურ ნივთიერებას, ასევე ფოლის მჟავას, შაქარს, პექტინებს. «ყოველდღე ერთი ვაშლის მიღებით დაზოგავ ექიმის გასამრჯელოს» - ამბობენ ინგლისელები.
ვაშლის დიეტის დახმარებით შესაძლებელი ხდება ნივთიერებათა ცვლის კორექტირება, ჭარბ წონასთან ბრძოლა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ის არა არის პანაცეა: დიეტის შემდეგ ისევ ცხოვრების ჩვეული წესისადმი და ძველი რაციონისადმი მიბრუნება გამოიწვევს დაკლებული წონის კვლავ მომატებას.
როგორც ყველა სხვა დიეტა (მაწვნის, ბრინჯის, ბოსტნეულის, ხაჭოს, თევზის), ვაშლის დიეტაც კარგია მხოლოდ როგორც გაჯანსაღების ძირითადი მეთოდის დამატებითი ღონისძიება.
ყველაზე კარგია ვაშლით განტვირთვის დღის მოწყობა. წონის დაკლების მიზნით «ვაშლის დღის» მოწყობა სასურველია კვირაში 1-2-ჯერ, ხოლო პროფილაქტიკის მიზნით - საკმარისია თვეში ერთხელ. ეს დიეტა ძალზე ეფექტურია ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისათვის და სასარგებლოა ჰიპერტონიით დაავადებულთათვის.
არსებობს ვაშლის დიეტის რამდენიმე ვარიანტი:
- დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ მხოლოდ ვაშლი, რამდენსაც შესძლებთ. ამასთან, აუცილებელია ბევრი სითხის მიღება. ყველაზე ოპტიმალურია - დასამშვიდებელი ნაყენი ბალახებისაგან;
- დღის განმავლობაში - 1,5კგ. ახალი ვაშლი და არავითარი სითხე. ვაშლის წვენი საკმარისია. მოყვარულებმა შეიძლება მიირთვან ჰაერღუმელში შემწვარი ვაშლები. სხვაობა თითქმის არ არსებობს;
- ძალზე პოპულარულია კეფირისა და ვაშლის დიეტა: 1 ვაშლი 1/2 ჭიქა კეფირთან ერთად 5-6-ჯერ დღეში. ამ დიეტას ხშირად სთავაზობენ ფეხმძიმეებს ტოქსიკოზის დროს;
- ჭარბ წონასთან და საჭმლის მომნელებელ ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში მიზანშეწონილია შემდეგი დიეტა:
I დღე - 1კგ ვაშლი
II დღე - 1,5 კგ ვაშლი
III დღე - 2კგ ვაშლი
IV დღე - 2 კგ ვაშლი
V დღე - 1,5 კგ ვაშლი
VI დღე - 1 კგ ვაშლი
შეიძლება ჩაის მიღება, სასურველია მწვანე ჩაი და შავი პურის ორცხობილები.

რჩევები:
შეკრულობის დროს ყოველ დილით, უზმოზე მიიღეთ 2-3 ვაშლი ერთი თვის განმავლობაში;
ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემების, შემთხვევაში ყოველდღე მიირთვით ერთი ვაშლი და მოაწყვეთ «ვაშლის დღეები». ვაშლში არის სპეციალური ნივთიერება, რომელიც თრგუნავს ღვიძლისა და ნაწლავების კიბოს გამომწვევ ავთვისებიან უჯრედებს;
საჭიროა შესაბამისი ვაშლის ჯიშების შერჩევა. მაგალითად, კუჭის წყლულის დროს უკუნაჩვენებია მჟავე ვაშლი, სამაგიეროდ სასარგებლოა ტკბილი ან შემწვარი ვაშლი. დაბალი მჟავიანობის გასტრიტის დროს მართებულია მჟავე ჯიშის ვაშლის მოხმარება. ვაშლის სწრაფი შეთვისების მიზნით უმჯობესია მათი გახეხვა.

мedicus.ru


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006