«მოცარტის ეფექტი»
 |
ვისკონსინის უნივერსიტეტის ნევროლოგმა ფრან როშემ ჯერ კიდევ 1993 წელს აღმოაჩინა მოცარტის მუსიკის უჩვეულო ზეგავლენა ადამიანის ფიზიოლოგიაზე. «სონატა ორი ფორტეპიანოსათვის, დო მაჟორი»-ს მოსმენა აუმჯობესებდა სტუდენტების გონებრივ შესაძლებლობებს - ისინი უკეთესად ასრულებდნენ ტესტებს.
სხვა კვლევებმა ასევე დაადასტურა სწორედ მოცარტის და არცერთი სხვა კომპოზიტორის მუსიკის დადებითი ზეგავლენა ტვინზე. მეცნიერების კამათს იწვევს შემდეგი საკითხი: აღნიშნული ზეგავლენის მიზეზს წარმოადგენს უბრალოდ კარგი განწყობა, რომელსაც ქმნის ჰარმონიული მელოდია თუ ეს არის შედეგი უფრო ღრმა ფიზიოლოგიური პროცესებისა, რომელიც დაკავშირებულია სწორედ ამ მუსიკის მოსმენასთან.
ახლახანს როშემ განაცხადა «მოცარტის ეფექტის» ახალი გამოკვლევების რეზულტატების შესახებ. ამჯერად მუსიკას ასმენინებდნენ ვირთხებს, რომლებსაც უნდა შეესრულებინათ მეხსიერებასთან და მიხვედრილობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ამოცანა. როგორც ადამიანების შემთხვევაში, ცხოველებშიც მოცარტის მოსმენა არსებითად აუმჯობესებდა ტესტური ამოცანების შესრულების უნარს. გარდა ამისა, მეცნიერი არ შემოიფარგლა საცდელი ცხოველების მხოლოდ უნარის შემოწმებით და ჩაიხედა მათ «ტვინში». აღმოჩნდა, რომ მუსიკამ იმოქმედა მეხსიერებასა და ყურადღებაზე პასუხისმგებელი გენების აქტივობასა და რიგი ცილების გამომუშავებაზე. კონტროლის მიზნით, მკვლევარი იგივე მაჩვენებლებს ამოწმებდა ვირთხებში, რომლებსაც ასმენინებდნენ ექვივალენტური რაოდენობის «ხმაურს.» http://Mignews.com.ua
|