ლიმონი-მკურნალი
 |
დაუმეგობრდით ლიმონს და მრავალი თქვენი პრობლემა გადაიჭრება. ის გაგათავისუფლებთ ძველი დაავადებებისაგან და დაგიცავთ ახლისაგან – გვირჩევს ნ.ი.კუდრიაშოვა, ავტორი ბროშურისა «ლიმონით მკურნალობა». აი, რამდენიმე ხალხური რეცეპტი ამ გამოცემიდან.
მეჭეჭები
ორი ლიმონის დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 0,5 ჭიქა 30%-იანი ძმარი, დააყენეთ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში 8 დღე, პერიოდულად შეანჯღრიეთ. შემდეგ გაწურეთ და დაიდეთ მეჭეჭზე დღეში რამდენჯერმე ამ ნაყენში დასველებული ტამპონი.
ჭორფლი
აიღეთ 100 გრამი თაფლი და შეურიეთ ერთი ლიმონის წვენს. ამ ნარევით გაჟღინთეთ დოლბანდის საფენები და 15-20 წუთით დაიდეთ ჭორფლით დაფარულ ადგილებზე. 15-20 ნიღბის რეგულარულად გაკეთების შემდეგ წარმატებას მიაღწევთ.
ჰიპოთენია
კლიმაქტერულ პერიოდში დაბალი წნევის დროს ჭამიდან ორი საათის შემდეგ, ჩაის კოვზით მიიღეთ 50გ მოხალული და დაფქული ყავის მარცვლების, 0,5 კგ თაფლის და ერთი ლიმონის წვენის ნარევი. შეინახეთ ნარევი მაცივარში.
თავის ტკივილი
აიღეთ ახალი ლიმონის ქერქი, მოაცალეთ ცედრა და მიიდეთ რამდენიმე ხნით საფეთქელთან. მალე ლიმონის ქერქის ქვეშ კანზე წარმოიქმნება წითელი ლაქა, რასაც მოჰყვება ამ ადგილის წვა და ქავილი და თავის ტკივილიც გაგივლით.
ორგანიზმის განწმენდა მშობიარობის შემდეგ
5 ცალი უმი კვერცხის ნაჭუჭი დაფქვით და შეურიეთ 2-3 წვრილად
დაჭრილი ქერქიანი ლიმონი. დააყენეთ 1 დღით, შემდეგ დაუმატეთ 0,5 ლიტრი არაყი. დალიეთ 50 მლ 3-ჯერ დღეში საჭმლის მიღებიდან 20 წუთის შემდეგ 3-6 თვის განმავლობაში.
თეთრად შლა
ჭიქაში ჩაწურეთ ერთი ლიმონი და შეავსეთ მდუღარეთი. როცა ხსნარი ოდნავ გაცივდება, გაწურეთ დოლბანდში. ახალმოწველილი რძის ტემპერატურამდე გაცივებული ხსნარი გამოიყენეთ საშოს გამოსარეცხად. არ შეიძლება ამ მიზნით ცივი წყლის გამოყენება _ მას შეუძლია საშვილოსნოსა და საკვერცხეების კოლიკის გამოწვევა.
კბილების გამაგრება
თუ გინდათ გქონდეთ თეთრი კბილები მაგარი ფესვებით, კბილები შეიზილეთ ლიმონის კანით.
კოჯრები
დაილბეთ ფეხები ძილის წინ ცხელ წყალში, კარგად გაიმშრალეთ და მიიმაგრეთ კოჟრებზე ლიმონის ქერქი მცირედი რბილობით. 4-5 დღის შემდეგ კოჟრი უკვალოდ გაქრება.
ფეხის კუნთების კრუნჩხვები
დილას და საღამოს წაიცხეთ ფეხის გულებზე ლიმონის წვენი და არ იაროთ და არ ჩაიცვათ ფეხსაცმელი, ვიდრე წვენი არ შეშრება. მკურნალობის კურსი _ არა უმეტეს ორი კვირისა.
ფრჩხილების მოვლა
ფრჩხილებმა რომ არ დაკარგონ მოქნილობა და სიმტკიცე, საჭიროა რეგულარულად ლიმონის წვენისა და ზეთის წასმა.
გულის წასვლა
დააქუცმაცეთ 100 გრამი ლიმონის ქერქი, დაასხით 1ლ არაყი, დადგით თბილ ადგილას 3 კვირით, დრო და დრო შეანჯღრიეთ. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 25-30 წვეთი 3-ჯერ დღეში.
გაახალგაზრდავება
გაატარეთ 3 ლიმონი ქერქიანად, 3 თავი ნიორი, 3 ჭიქა შტოში და დააყენეთ 7 ჭიქა მდუღარე წყალზე, დადგით 2 დღით სიცივეში. გაწურეთ, Dდაუმატეთ 400გ თაფლი, მოურიეთ და დადგით 2 დღით სიცივეში. სვით 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში.
ქერტლი
4 ლიმონის ქერქი ხარშეთ 15 წუთი 1ლ წყალში, ნახარში გადაწურეთ და გადაივლეთ თმებზე კვირაში ერთხელ. http://Pravda.ru
|