ელექტრომოწყობილობები ნეგატიურად მოქმედებს ტვინზე!
ვირთხებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით დამტკიცდა, რომ საყოფაცხოვრებო მოწყობილობათა მუშაობის დროს წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური ველი ნეგატიურად მოქმედებს ტვინის უჯრედებზე. ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ველის მოქმედების ზონაში 24 საათის განმავლობაში ყოფნა აზიანებს თავის ტვინის უჯრედებს. რაც უფრო მეტია ველის ზემოქმედების ხანგრძლივობა, მით უფრო სერიოზულია დაზიანება.
აღსანიშნავია, რომ საცდელი ცხოველები იმყოფებოდნენ ფენის, ელექტროსაპარსის, ყავადანის, მიკროტალღოვანი ღუმელის მუშაობის დროს წარმოშობილი ანალოგიური ელექტრომაგნიტური ტალღების ზემოქმედების ქვეშ.
მეცნიერების აზრით, არ არის სასურველი ელექტრომოწყობილობებით ზედმეტი გატაცება. http://www.solvay-pharma.ru
|