მოარიდეთ ბავშვები მობილურ ტელეფონებს
ინგლისელი მეცნიერები აფრთხილებენ მომხმარებლებს, რომ თავი შეიკავონ მობილური ტელეფონების ხშირი გამოყენებისაგან. ამის საფუძველს იძლევა ამ საკითხთან დაკავშირებული უკანასკნელი ორი წლის მანძილზე წარმოებული კვლევები. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ტელეფონთან დაკავშირებული ელექტრომაგნიტური გამოსხივება ზემოქმედებს ტვინის უჯრედებზე და ზრდის კიბოს განვითარების რისკს, გარდა ამისა, არის გულისრევის, თავბრუსხვევის, თავის ტკივილის, ძილის დარღვევის, მეხსიერების დაქვეითების მიზეზი.
განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ მობილური ტელეფონების მომხმარებელთა შორის საგრძნობლად იმატა ბავშვების რიცხვმა. როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვის ტვინი განვითარების პროცესშია, ქალას ძვლები კი თხელი, რადიოტალღების შეღწევა და ზემოქმედება უფრო გაადვილებულია.
ჯანმრთელობის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის სერ უილიამ სტიუარტის (Sir William Stewart) თქმით, ბავშვებმა მობილური ტელეფონებით უნდა ისარგებლონ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში. http://news.bbc.co.uk
|