ატკინსის ცნობილი დიეტა იწვევს თირკმელკენჭოვან დაავადებას
წონაში დაკლების რობერტ ატკინსისეული მეთოდი, რომელიც საკმარისად დიდი ხნის განმავლობაში თვლებოდა რევოლუციად დიეტოლოგიის დარგში, ხშირად გვევლინება თირკმელკენჭოვანი დაავადების გამომწვევად. “რომ მინდოდეს ჩემი პაციენტებისათვის თირკმელებში კენჭების აღმოცენების მიზნით ექსპერიმენტის ჩატარება, ალბათ მე მათ დავსვამდი ატკინსის ცნობილ დიეტაზე”- ასეთი განცხადება გააკეთა ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის სამედიცინო სკოლის უროლოგიისა და ნეფროლოგიის ინსტიტუტის ერთ-ერთმა წამყვანმა სპეციალისტმა – ბილ რობერტსონმა ბრიტანული გაზეთისათვის “ტაიმსი” მიცემულ ინტერვიუში. მისი სიტყვებით, სახელგანთქმული დიეტოლოგის რობერტ ატკინსის მსოფლიოში ცნობილმა დიეტამ, რომელიც ემყარება დიდი რაოდენობით ნახშირწყლების შემცველი საკვების აკრძალვის პრინციპს, შეიძლება ადამიანის ორგანიზმში შეუქცევადი ნეგატიური ცვლილებები გამოიწვიოს.
ამ ინსტიტუტის სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ყოველდღიურ რაციონში დიდი რაოდენობით ხორცის შეტანა, გათვალისწინებული ატკინსის დიეტით, საშიშია, ვინაიდან დიდი რაოდენობით ცხოველური ცილა იწვევს თირკმლის კენჭების გამომწვევი ქიმიკატების რაოდენობის მომატებას, ხოლო ზოგიერთმა ბოსტნეულმა, მაგ. ისპანახმა მასში არსებული ოქსალატების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო ეს საშიშროება შეიძლება გაზარდოს.
ეს არის ყველაზე უარესი კომბინაცია, რომელიც შეძლება წარმოვიდგინოთ. სხვა ბოსტნეულისა და ხილისა არარსებობა დიეტაში ნიშნავს, რომ ორგანიზმი მოკლებულია საშუალებას, წინ აღუდგეს თირკმელების დაავადებების განვითარებას. საბოლოო ჯამში, ცილებით დატვირთული დიეტა ხელს უწყობს თირკმელებში კენჭების განვითარებას.
რობერტსონის აზრით, უკანასკნელ წლებში დიდ ბრიტანეთში იმატა თირკმელკენჭოვანი დაავადების მქონე ახალგაზრდა ქალების რიცხვმა, რაც აიხსნება იმ ფაქტით, რომ ატკინსის დიეტას მამაკაცებზე ხშირად მიმართავენ სწორედ ჭარბი წონის მქონე ახალგაზრდა ქალები. თუკი გასულ საუკუნეში თირკმელკენჭოვანი დაავადების მქონე ყოველ ქალზე მოდიოდა დაახლოებით სამი მამაკაცი, ახლა მათი რიცხვი თითქმის გათანაბრდა.
ბრიტანელი დიეტოლოგის მიერ 30 წლის წინათ შემუშავებულმა მეთოდმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა. მისი წიგნი ინგლისში იმდენად პოპულარულია, რომ მან ბოლო კვირის განმავლობაში გაუსწრო ისეთი ბესტსელერებს, როგორიცაა ჯოან როულინგის წიგნები ჰარი პოტერის შესახებ. როგორც გაზეთი «ტაიმსი» იუწყება, ატკინსის დიეტას იცავდა უამრავი ცნობილი ადამიანი, მაგ. აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ალ გორი და ყოფილი სოლისტი ჯგუფისა «Spice Girls» ჯერი ჰოლიველი.
დოქტორი რობერტ ატკინსი გარდაიცვალა ამა წლის აპრილის თვეში, 72 წლის ასაკში. ამ დროისათვის მსოფლიოში გაყიდული იყო მისი წიგნის «დოქტორ ატკინსის რევოლუციური დიეტა» 15 მლნ-ზე მეტი ეგზემპლიარი. ეს წიგნი პირველად 1972 წელს გამოიცა. www.solvay-pharma.ru
|