მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყოველდღიურად დამატებით 30 გრამი ბეკონის, სოსისის ან ანალოგიური პროდუქტის მიღება, კუჭის კიბოს განვითარების რისკს 15-38 პროცენტით ზრდის.
შვედმა მეცნიერებმა კაროლინის ინსტიტუტიდან კვლევებით დაამტკიცეს, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი გადამუშავებული ხორცის მოხმარებასა და კუჭის კიბოს განვითარებას შორის. ამის მიზეზი არა თავად ხორცი, არამედ ის ნიტრატები და ტოქსიკური ნივთიერებებია, რომლის გარეშეც ხორცის პროდუქციის ყიდვა ამჟამად პრაქტიკულად შეუძლებელია.
ტოქსიკური ნივთიერებების ხორცში მოხვედრა ხდება მისი გადამუშავების პროცესში, ასევე გარემოდან და იმ საკვებიდან, რომელიც გამოიყენება ცხოველების გასაზრდელად.
კუჭის კიბო მეოთხე ადგილს იკავებს ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებებს შორის.