|
|
|
|
ბროწეულის წვენი – ახალგაზრდობის ელიქსირი
|
ბროწეულის საკვებად მოხმარება კუნთების გამძლეობას აუმჯობესებს და უჯრედებს დაბერებისაგან იცავს, ამტკიცებენ ლოზანის სპეციალისტები.
როდესაც ადამიანი ბროწეულის წვენს იღებს, მისი ორგანიზმი უროლიტინ-A ნივთიერების მოლეკულებს გამოიმუშავებს. ეს მოლეკულები ანადგურებს ნაწლავში მობინადრე მიკრობებს, ასევე, აქტიურად ებრძვის დაბერებას და კუნთების ქსოვილის დეგრადაციას.
დაბერების პროცესის აქტივაციას მიტოქონდრიების მიერ ფუნქციების ხარისხიანად განახორციელების შეუძლებლობა იწვევს. შედეგად, ტოქსინები უჯრედებში გროვდება და ეს პროცესი სხვადასხვა დაავადებებისა და დაზიანებების მიზეზი ხდება. ბროწეულის წვენში არსებული უროლიტინ-A მიტოქონდრიული წმენდის პროცესის აღდგენას იწვევს. თავისთავად უროლიტინ-A არ არის ისეთივე ეფექტური. მისი სრული ეფექტი მიიღწევა ბროწეულის წვენის კუჭის ფერმენტების მიერ დამუშავების შემდეგ.
http://www.medicinform.net
2016.07.18
|
|
|
|
|
|