ჩინელმა ექსპერტებმა გაარკვიეს, რომ რაციონში სოიოს პროდუქტების ჭარბი მოხმარება პროსტატის კიბოს განვითარების რისკს ამცირებს. ამას ადასტურდებს კვლევა, რომელიც ჩატარდა მოხალისეებზე, რომელთა ნაწილს ჰქონდა პროსტატის კიბო, ნაწილს – არა. შედეგებმა აჩვენა, რომ გენისტეინი, სოიოს ცილის კომპონენტი, რომელიც მასში მაღალი კონცენტრაციითაა წარმოდგენილი, პროსტატის კიბოს რისკს 65%-ით ამცირებს.
კიბოს არმქონე პირთა პლაზმაში მისი საშუალო კონცენტრაცია 728,6 ნანოგრამი მილილიტრზე იყო, ხოლო პროსტატის კიბოს მქონე პაციენტებში - 513 ნანოგრამი მილილიტრზე. გენისტეინი სოიოს ცილის მეტაბოლიტია. იგი ორგანიზმში რომ მოხდეს, უბრალოდ, სოიოს შემცველი პროდუქტების მიღებაა საჭირო.
გარდა ამისა, სოიო შეიცავს სხვა იზოფლავონებსაც - დაიდზეინსა და გლიციტეინს. ისინი მოქმედების მექანიზმით ესტროგენს გვანან და შეუძლიათ გავლენა მოახდინონ უჯრედული ციკლის კონტროლზე, აპოფტოზზე (უჯრედული კვდომა), ანგიოგენეზზე (ახალი სისხლძარღვების წარმოშობა) და მეტასტაზირებაზე. ყველა ეს პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია კიბოსთვის.