ითვლება, რომ ფლოსი კბილებს საკვები ნაწილაკებისა და ნადებისაგან გათავისუფლებაში ეხმარება, რითაც ეწინააღმდეგება კბილებისა და ღრძილების ანთებითი პროცესებისა და სხვადასხვა დაავადებების განვითარებას. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ, როგორც წესი, ადამიანები ფლოსს არასწორად იყენებენ, რის გამოც ეს პროცესი უსარგებლო ხდება.
უფრო მეტიც, ფლოსის არასწორად გამოყენებას მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია, აღნიშნავენ ნიუკასტლის უნივერსიტეტის მეცნიერები. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანთა უმრავლესობა ნადების მოცილების ნაცვლად მის უფრო ღრმად ღრძილებისკენ გადანაცვლებას უწყობს ხელს. ასევე, ფლოსის წინ და უკან მოძრაობით ღრძილები ტრავმირდება, ხოლო ნადების ეფექტური მოცილება არ ხდება.
ექსპერტები ამტკიცებენ, რომ უკეთესია კბილის გულდასმით გაწმენდა ჯაგრისითა და გამოსავლები საშუალებებით. ამავე დროს აღნიშნავენ, რომ გამოსავლები საშუალება არ უნდა იყოს სპირტის შემცველი, რადგან ეს უკანასკნელი კიბოს განვითარების რისკს ზრდის. იდეალურ სავლებად მიიჩნევენ ცეტილპირიდინიუმ ქლორიდს, რომელიც პირის ღრუში ცილებს უერთდება და დამცავ საფარს ქმნის 12 საათის განმავლობაში. სავლებში ფტორის დამატება პროცედურის ეფექტის გაძლიერებას უზრუნველყოფს.