მეცნიერებმა ალცჰეიმერის დაავადების ზომიერად და სუსტად გამოხატული ფორმების მქონე პირებში ჩაატარეს კვლევა რესვერატროლის მოქმედების ეფექტის დასადგენად. ამ ნივთიერებას შეიცავს ყურძენი, ჟოლო, შოკოლადი და წითელი ღვინო. კვლევის მონაწილეთა ერთი ჯგუფი ყოველდღიურად დღეში ორჯერ იღებდა 1 გრამ რესვერატროლს 12 თვის მანძილზე, ხოლო საკონტროლო ჯგუფი - პლაცებოს.
ჩვეულებრივ, დაავადების პროგრესირებასთან ერთად ცილა Abeta40-ის დონე სისხლში მცირდება. მაგრამ დანამატის მიმღებთა შორის აღნიშნულ ცვლილებას ადგილი არ ჰქონდა. ე.ი. დაავადება არ პროგრესირებდა. გარდა ამისა, ეს ჯგუფი კოგნიტურ ტესტებსა და ყოველდღიურ ყოფით ამოცანებს უკეთესად ართმევდა თავს და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მათი თავის ტვინის მოცულობა შემცირდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ თავის ტვინის შეშუპებამაც იკლო.
მნიშვნელოვანია, რომ რესვერატროლი მოხუცებისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. მკვლევარებმა რესვერატროლი ცილა-სირტუინებზე მისი გამააქტიურებელი მოქმედების გამოც შეარჩიეს. ამ ცილების ჩართვა ხდება რაციონის კალორიულობის შეკვეცის პროცესში. ცნობილია, რომ ალცჰეიმერის დაავადების ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი დაბერების პროცესია. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დაავადების თავიდან აცილება ან მისი განვითარების გადავადება შესაძლებელია რაციონის კალორიულობის ორი მესამედით შემცირების შემთხვევაში.
ცნობილია, რომ რესვერატროლს ასევე გამოხატული ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს.