უახლესმა ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ ლაურინის მჟავა (ქოქოსის ზეთში 50% ლაურინის მჟავაა) 48 საათიანი მკურნალობაის შემდეგ იმ სიმსივნური უჯრედების 93%-ზე მეტს კლავს, რომელიც ადამიანის მსხვილი ნაწლავის კიბოს იწვევს.
საინტერესო ის ფაქტი, რომ ლაურინის მჟავა ტოქსიკურია კიბოს უჯრედებითვის და ამავე დროს, ღრმა ოქსიდაციური სტრესის გამო გლუტათიონის (კიბოს უჯრედების საკუთარი დამცველი ოქსიდაციური სტრესისაგან) დონესაც ამცირებს.
მიმდინარეობს რა ქოქოსის ზეთის სიმსივნის საწინააღმდეგო პოტენციალის შესწავლა, უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი რამ არის ცნობილი ჯანმრთელობისათვის მისი სარგებელი თვისებების შესახებ. ზეთს ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიპარაზიტული ეფექტი აღენიშნება. იგი ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს და ააქტიურებს ღვიძლის მეტაბოლიზმს, ამცირებს ანთებას, დადებით გავლენას ახდენს კანის ჯანმრთელობაზე და ადგილობრივი მოქმედებით დაზიანებული კანის სწრაფად შეხორცებას იწვევს.