არიზონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დარიჩინის ალდეჰიდს (ნაერთი, რომელიც დარიჩინს სპეციფიკურ არომატსა და გემოს აძლევს) შეუძლია კოლორექტალურ კიბოს გაუმკლავდეს. მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს ექსპერიმენტულ ცხოველებზე და მათ საკვებ რაციონში დარიჩინის ალდეჰიდი ჩართეს, იუწყება Zee News.
ექსპერტებმა ნახეს, რომ დარიჩინის კომპონენტი ცხოველებს კოლორექტალური კიბოსგან იცავდა. დარიჩინის ალდეჰიდის საშუალებით, კარცენოგენის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა უჯრედებმა ტოქსიკური ნივთიერებების ნეიტრალიზაცია და აღდგენა შეძლეს. შემდგომში მეცნიერები გეგმავენ გაიგონ თავად დარიჩინი ეწინააღმდეგება კიბოს განვითარებას თუ მხოლოდ მისი ცალკეული კომპონენტი. თუ ასეა, კლინიკური კვლევები ადამიანებში შეიძლება ძალიან მალე დაიწყოს.
კიდევ ერთმა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ თხილეული კოლორექტალური კიბოს განვითარების რისკს ამცირებს. კერძოდ, კვლევის მონაწილეებს, რომლებიც ერთ უნცია (28 გრამი) თხილეულს კვირაში ორჯერ ან მეტჯერ იღებდნენ, მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკი 13%-ით ნაკლები ჰქონდათ ვიდრე მათ, ვინც თხილეულს იშვიათად ჭამდა.