გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აივ/შიდსის პროგრამის მოწოდებაა, შეიცვალოს აივ-ინფიცირებულთა მკურნალობის სტრატეგია. ექსპერტთა რჩევით, ანტირეტროვირუსული პრეპარატების მიღების დაწყება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ დიაგნოზის დასმისთანავე, იუწყება BBC. ამჟამად ადამიანები მკურნალობას იწყებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც სისხლში თეთრი უჯრედების დონე 500 უჯრედი/მლ3 მაჩვენებელზე დაბლა ეცემა.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ აქ დრო ადამიანის საწინააღმდეგოდ მუშაობს. ექსპერიმენტმა, რომელშიც 4685 ინფიცირებული მონაწილეობდა 35 ქვეყნიდან, ახალი მიდგომის ეფექტურობა დაამტკიცა. ასე რომ, მკურნალობის ადრეულად დაწყებამ შესაძლებელი გახადა შიდსის, სიკვდილის, ღვიძლთან და თირკმელთან დაკავშირებული გართულებების რისკის ორჯერ შემცირება. ასევე მცირდება დაინფიცირების ალბათობაც ვირუსული დატვირთვის (ვირუსის კონცენტრაცია სისხლში) შემცირების ხარჯზე.
ექსპერტთა თქმით, სიტუაციის გააუმჯობესებას ხელს შეუწყობს ასევე აივ-ინფექციის სახლის პირობებში გამოსავლენი ტესტების დანერგვაც. დიდი ბრიტანეთში დაუშვეს კომპანია Bio Sure UK-ის მიერ წარმოებული აივ-ინფექციის პირველი ლეგალური ტესტის გაყიდვა. ეს ტესტი, რომელიც ინტერნეტით თავისუფალ გაყიდვაშია, განკუთვნილია სახლის პირობებში გამოყენებისთვის. ადამიანს შედეგის მიღება 15 წუთში შეუძლია ყოველგვარი ლაბორატორიებისა და რთული მოწყობილობების გარეშე.