|
|
|
|
ფორთოხლის წვენი ასაკოვანი ადამიანების მეხსიერებას აუმჯობესებს
|
ფორთოხლის წვენის მიღებით პოზიტიური ცვლილებები ორ თვეზე ნაკლებ პერიოდში ვლინდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მეხსიერებაზე დადებით გავლენას ფორთოხალში არსებული ნაერთები - ფლავონოიდები ახდენენ. ისინი ჰიპოკამპში (ტვინის არე, რომელიც სწავლისა და ინფორმაციის შენახვას უკავშირდება) სასიგნალო გზებს ააქტიურებენ, იტყობინება The Daily Mail. რიდინგის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობდა 60-დან 81 წლამდე ასაკის 24 ქალი და 13 მამაკაცი. ყველა მოხალისე იყო ჯანმრთელი. მონაწილეები 8 კვირის მანძილზე ყოველდღიურად 500 მლ ფორთოხლის წვენს სვამდნენ. ექსპერიმენტის დასაწყისში და ბოლოს მკვლევარებმა შეაფასეს მოხალისეების მეხსიერება, რეაგირების სისწრაფე და მეტყველების სისხარტე. მაგალითად, მონაწილეებს სთხოვეს, დაემახსოვრებინათ 15 სიტყვა. ისინი იმეორებდნენ ამ სიტყვებს დაუყოვნებლივ და 30 წუთის შემდეგ. ექსპერიმენტის ბოლოსთვის მოხალისეების კოგნიტიური ფუნქციები 8%-ით გაუმჯობესდა. მეცნიერთა თქმით, ასეთმა ცვლილებებმა ცხოვრების ხარისხი შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს. მკვლევარები ვარაუდობენ: ფორთოხლის წვენში არსებული ქიმიური ნივთიერებები სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ნეირონებს ჟანგვითი სტრესისაგან იცავს და ნერვულ უჯრედებს სიგნალების გადაცემაში ეხმარება. ამიტომ, ექსპერტები ასაკოვან ადამიანებს ურჩევენ, ფორთოხლის წვენი რეგულარულად მიიღონ.
http://meddaily.ru
2015.05.19
|
|
|
|
|
|