|
|
|
|
წითელი ღვინო კბილებს დიდ ზიანს აყენებს
|
ცნობილია, რომ წითელი ღვინო კბილის ემალს ყავისა და შავი ჩაის მსგავსად ფერს უცვლის. სასმელის მაღალი მჟავიანობა მისი რეგულარული მოხმარების შემთხვევაში მინანქრის სტრუქტურას შლის. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ სომელიეები და ვახშმად ერთი ბოკალი შავის ღვინის მოყვარულები. ჩვეულებრივ, ღვინოს მოხმარების პროცესში ერთბაშად არ ყლაპავენ და დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში პირში აჩერებენ. სასმელის მაღალი მჟავიანობის გათვალისწინებით, ღვინის რეგულარულად დეგუსტაციამ შეიძლება კბილის მინანქრის ეროზია და კარიესი გამოიწვიოს. ადელაიდის უნივერსიტეტის ექსპერტებმა ახალი ტერმინიც კი შემოიღეს - "ღვინისმიერი ეროზია." წითელი ღვინის შემადგენლობაში შედის ღვინის, რძის, ლიმონისა და მალეინის მჟავა. მეცნიერების რჩევით, შავი ღვინის დეგუსტაციის წინ სასურველია კალციუმის ფოსფატის ან ფტორიდის შემცველი სითხის მიღება, ხალო სასმელის მოხმარების შემდეგ - პირში ჩვეულებრივი წყლის გამოვლება და საღამოს - კბილების რბილი ჯაგრისით გაწმენდა.
http://medvesti.com
2015.03.30
|
|
|
|
|
|