მეცნიერებმა ოქსფორდიდან გადაწყვიტეს გაერკვიათ, თუ რომელ ხილს შეიძლება ნამდვილი სუპერპროდუქტი ეწოდოს.
მათ ჩაატარეს დაახლოებით 200 კვლევის შედეგების ანალიზი და დაადგინეს, რომ ბროწეული ნებისმიერ სხვა ხილზე უფრო სასარგებლოა. იგი ხელს უშლის დიაბეტი ტიპი 2-ის, ნაწლავისა და წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარებას, ასევე, აუმჯობესებს სპორტულ შედეგებს. გარდა ამისა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ გასული წლის კლინიკურ კვლევებში ბევრად უფრო ხშირად მოიხსენიება ბროწეული, ვიდრე სხვა ხილი.
უნდა აღინიშნოს, რომ ბროწეული მდიდარია საკვები და ფიტოქიმიური ნივთიერებებით და ასევე, ანტიოქსიდანტებით. იგი საუკეთესო პროდუქტია ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და შენარჩუნებისათვის.