კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს მობილური დანამატი, რომელსაც შეუძლია 15-წუთში აღმოაჩინოს აივ-ინფექცია ადამიანის ორგანიმში. დიაგნოზისთვის პირი ახორციელებს ჩხვლეტას და ამის შემდეგ მოწყობილობა მაშინვე იწყებს სისხლის ანალიზისა და ორგანიზმის მდგომარეობის დადგენის პროცესს. თხუთმეთ წუთში მიიღება ზუსტი მონაცემები პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ.
მედიკოსები აღნიშნვენ, რომ დიაგნოსტირების ეს მექანიზმი 540-ჯერ უფრო იაფია, ჩვეულებრივ, სპეციალური აღჭურვილობითა და მედპერსონალით განმხორციელებულ კვლევასთან შედარებით. გარდა ამისა, იგი დაკავშირებულია არამარტო ხარჯების, არამედ დროის ეკონომიასთანაც.
გამოგონების ავტორები აცხადებენ, რომ ეს მოწყობილობა ხსნა იქნება, განსაკუთრებით, ღარიბი ქვეყნებისთვის, ასევე, იმ რეგიონებისთვის, სადაც აივ / შიდსის შემაშფოთებელი სტატისტიკაა. მისი გამოყენებით დაავადების დიაგნოზის დროული დასმა სიკვდილიანობას 10-ჯერ შეამცირებს.
კლინიკურ პირობებში ახალი მეთოდის ექსპერიმენტულ დიაგნოსტირებაში მონაწილეობა მიიღო აივ-ინფექციის მქონე 96 ქალმა.