გახდომის მსურველები ხშირად მიმართავენ დიეტას ნახშირწყლების შეზღუდვით. დიეტოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს მავნეა ჯანმრთელობისათვის, ვინაიდან ამ შემთხვევაში ჩვენს ორგანიზმში ნაკლები უჯრედისი ხვდება. ისეთი პროდუქტების შეზღუდვა, როგორიცაა კარტოფილი, შეიძლება ნეგატიურად აისახოს საჭმლის მონელების პროცესზე.
სწორედ კარტოფილზე მოდის ორგანიზმისათვის აუცილებელი უჯრედისის 12%. ეს ორჯერ აღემატება იმ უჯრედისის რაოდენობას, რომელსაც ვიღებთ შვრიის მარცვლების, შავი პურის, ასევე გაუცეხვავი ხორბლით დამზადებული პურის სახით.განსაკუთრებით სასარგებლოა კარტოფილი მოზარდებისათვის. ამ გზით ისინი იღებენ უჯრედისის დღიური ნორმის 15%-ს.
უჯრედისი ამცირებს გულ-სისიხლძარღვთა დააავადებების, დიაბეტის და ზოგიერთი სახეობის კიბოს განვითარების რისკს. ის ხელს უწყობს საკვების მონელებას, გვეხმარება წონის კონტროლში, იძლევა დანაყრების გრძნობას. დიეტაზე მყოფი ადამიანები მცდარად ფიქრობენ, რომ კარტოფილი მაღალკალორიული და ცხიმიანი საკვებია. მასში ფაქტიურად არ არის ცხიმი და ბევრად ნაკლებ კალორიებს შეიცავს, ვიდრე თეთრი პური და ალკოჰოლი (დღიური ნორმისმხოლოდ 6%). გარდა ამისა, კარტოფილი წარმოადგენს კალიუმის წყაროს, რომელიც ახდენს მარილის უარყოფითი ეფექტის ნეიტრალიზებას და გვეხმარება სისხლის წნევის ნორმალურ დონეზე შენარჩუნებაში.
ექსპერტები გვირჩევენ, რომ ჩვენი ყოველდღიური რაციონის ნახევარი შედგებოდეს ნახშირწყლებისაგან. თუმცამ ნიშვნელოვანია, თავი შევიკავოთ მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე, თავისუფალი შაქრების შემცველი პროდუქტებისაგან. მეტი რაოდენობით უნდა მივიღოთ გაუცეხვავი ხორბალი, ბარდისებრნი, კარტოფილი, ბოსტნეული და ხილი.