მრავალწლიანი დაკვირვების საფუძველზე ამერიკელმა მეცნიერებმა ოჰაიოს უნივერსიტეტიდან დაადგინეს, რომ ბავშვებს, რომლებიც ფასტ–ფუდით ხშირად იკვებებიან, აღენიშნებათ არამარტო ჭარბი წონის განვითარების მაღალი რისკი, არამედ გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითების საფრთხეც.
საქმე იმაშია, რომ ფასტ–ფუდის პროდუქტებში პრაქტიკულად არ არის რკინა, კომპონენტი, რომლის დახმარებითაც თავის ტვინი ჟანგბადის სათანადო რაოდენობას იღებს. თავის ტვინისთვის ჟანგბადის არასაკმარისი რაოდენობით მიწოდების შემთხვევაში, მასში მიმდინარე ყველა პროცესის დამუხრუჭება ხდება. ასეთი კვების შედეგად ბავშვებს ინტელექტუალური აქტივობა უქვეითდებათ და ბუნებრივია, ვითარდება პრობლემები მოსწრებასთან დაკავშირებით.
ეს, ფასტ–ფუდისაგან მიყენებული ზიანის გაცხადების პირველი შემთხვევა არ არის. ფასტ–ფუდის მავნე ზეგავლენა მსოფლიოს მრავალი მეცნიერის მიერაა დადასტურებული. მაგრამ სამწუხაროდ, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ბევრი მშობელი არ უერთდება მოწოდებას ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით და აგრძელებს ფასტ–ფუდით ხშირად სარგებლობას.