დეპრესიის მკურნალობა ადვილი არ არის, რადგან პაციენტების 50% არ რეაგირებს ანტიდეპრესანტებზე (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები). მაგრამ დანიელმა მეცნიერებმა მოიფიქრეს, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს მკურნალობის ეფექტურობა. ყველაფერი ძალზედ მარტივია: საჭიროა ცხიმიანი თევზის მოხმარების გაზრდა. მკვლევარი როელ მოკინი აღნიშნავს: "ჩვენ ვეძებდით იმ ბიოლოგიურ თავისებურებებს, რომელიც ახსნიდა ანტიდეპრესანტებზე პასუხის არ არსებობას. ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა სტრესზე ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმის და ჰორმონალური პასუხის რეგულირების ანალიზი."
როგორც ირკვევა, დეპრესიის დროს არსებობს ცვლილებები ცხიმოვანი მჟავების ცვლის პროცესებში, რომელიც სპეციალურად რეგულირდება სტრესის ჰორმონებით. ცხიმიანი თევზის ეფექტი შეამოწმეს 70 პაციენტის მაგალითზე. საკონტროლო ჯგუფში იყო 51 ჯანმრთელი ადამიანი. მონაწილეებს უფიქსირდებოდათ ცხიმოვანი მჟავებისა და კორტიზოლის დონე, ასევე დიეტაც. ავადმყოფებს 6 კვირის მანძილზე აძლევდნენ ანტიდეპრესანტების პირველად დოზას, რომელიც აუცილებლობის მიხედვით იზრდებოდა. აღმოჩნდა, რომ პაციენტებს, რომლებიც არ დაემორჩილენ თერაპიას, აღენიშნებოდათ დარღვევები ცხიმოვანი მჟავეების ცვლაში.
გარდა ამისა, პაციენტები, ცხიმიანი თევზის მოხმარების რაოდენობის მიხედვით 4 ჯგუფად დაყვეს. მკურნალობაზე ყველაზე ცუდად რეაგირებდნენ ის ადამიანები, რომელთა რაციონიც თევზს უმცირესი რაოდენობით შეიცავდა. თუ ადამიანი თევზს, სულ მცირე, კვირაში ერთხელ მაინც მიირთმევდა, მკურნალობის ეფექტურობა შეადგენდა 75%-ს, ხოლო რაციონში თევზის საერთოდ არარსებობის შემთხვევაში - 23%-ს.
მეცნიერები ცდილობენ მიაგნონ მსგავს ურთიერთობას დიეტასა და მკურნალობის ეფექტურობას შორის სხვა დაავადებებთან მიმართებაში.