კვლევამ აჩვენა, რომ ნაერთი ლიკოპინი, რომელიც პომიდორს წითელ ფერს აძლევს, ზრდის მამაკაცის ფერტილობის მაჩვენებელს. აღმოჩნდა, რომ ნაერთი სპერმატოზოიდების რიცხვის 70%-ით მატებას იწვევს, წერს The Daily Mail.
ცნობილია, რომ 50% შემთხვევებში წყვილის უშვილობის მიზეზი სწორედ მამაკაცია. ლიკოპინზე ჩატარებულმა 12 კვლევამ დაადასტურა, რომ ნაერთი არამარტო სპერმატოზოიდების რიცხვის მატებას იწვევს, არამედ ასევე ზრდის მათი გადაადგილების სიჩქარეს, ამცირებს მათი დაზიანების ხარისხსა და ანომალური სპერმატოზოიდების რიცხვს. ლიკოპინის მოქმედების მექანიზმი ჯერჯერობით უცნობია.
კვლევის ავტორის კლივლენდის კლინიკის რეპროდუქციული მედიცინის ხელმძღანელის აშოკ აგარვალის თქმით, არსებობს ასევე მტკიცებულებები, რომ ლიკოპინი იცავს ორგანიზმს პროსტატის დაავადებებისაგან და ანელებს ან აფერხებს კიდეც პროსტატის კიბოს განვითარებას.