|
|
|
|
ქერი სასარგებლოა ძვლოვანი სისტემის დაავადების მქონე მსუქანი ადამიანებისთვის
|
ქერი გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურაა. იგი ფართოდ გამოიყენება კვების მრეწველობიში. დიეტოლოგები გვირჩევენ, ქერის შემცველი პროდუქტები აუცილებლად ჩავრთოთ კვებით რაციონში, რადგან იგი სხვა მარცვლეულთან შედარებით შეიცავს კალორიების უფრო მცირე რაოდენობას, ბევრ საკვებ ნივთიერებასა და ვიტამინებს. ამდენად, ქერი არის იდეალური პროდუქტი გახდომის მსურველთათვის. კალორიების მცირე რაოდენობასთან ერთად ეფექტის მიღწევას ხელს უწყობს რამდენიმე პრინციპულად მნიშვნელოვანი ამინომჟავას არსებობაც. ქერი ზემოქმედებს შაქრის დონის ცვლილებაზე სისხლში და ცხიმის დაგროვების პროცესზე, იუწყება The Times of India . იგი იწვევს არტერიული წნევის სტაბილიზაციას ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, რაც ექსპერიმენტულადაა დადასტურებული. ქერი შეიცავს სპილენძს და ამის გამო ნაჩვენებია ართრიტების შემთხვევაში (ამცირებს სიმპტომების სიმძაფრეს ). სპილენძი თავისუფალი რადიკალების საწინააღმდეგო მოქმედებით ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას. ქერი ხელს უშლის ოსტეოპოროზის განვითარებას მასში არსებული სპილენძის, მანგანუმის , ფოსფორის, ვიტამინი C-ს გამო. ქერის გამონაწვლილში დიდი რაოდენობითაა კალციუმი. სწორედ ამიტომ, ადამიანებმა, რომელთაც სურთ რომ ჰქონდეთ ჯანმრთელი კბილები უნდა მოიხმარონ ქერი.
http://meddaily.ru
2014.03.21
|
|
|
|
|
|