ჩვეულებრივი ნიორი შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია ყველაზე მდგრადი ბაქტერიების ნეიტრალიზაცია, გამოჰყავს რა წყობიდან მათი კავშირების სისტემა. კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერმა ტიმ ჰოლმ ჯაკობსენმა (Tim Holm Jakobsen) დაადგინა, რომ ნაერთი აჯოენე ეწინააღმდეგება ბაქტერიების მიერ ტოქსინ რამნოლიპიდის გამოყოფას, რომელიც, ჩვეულებრივ, სისხლის თეთრი უჯრედების დაშლის მიზეზია. აღნიშნული უჯრედები ორგანიზმს ინფექციისგან იცავს, კლავს რა ბაქტერიებს.
როდესაც პათოგენები წარმოქმნიან გროვას, რომელიც შემოფაგლულია ორგანული მასალისაგან შექმნილი მტკიცე გარსით, ისინი ანტიბიოტიკებისადმი არამოწყვლადი ხდებიან. სპეციალისტებმა შეისწავლეს ბაქტერია Pseudomonas aeruginosa, რომელიც ინფექციის გამომწვევია ფეხების ქრონიკული წყლულების მქონე პაციენტებში და ფილტვების პრობლემების - მუკოვისციდოზის მქონე პირებში.
როდესაც Pseudomonas aeruginosa-ის ბიოაპკს ამუშავებდნენ ანტიბიოტიკებით ეფექტი მცირე იყო, ხოლო აჯოენის დამატების შემთხვევაში სურათი იცვლებოდა: იღუპებოდა ბაქტერიების 90%-ზე მეტი. ასევე არაეფექტური იყო მხოლოდ ნაერთის ზემოქმედებაც.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ, სამწუხაროდ, ნიორში აჯოენის შემცველობა მცირეა და სასურველი ეფექტის მიღება მისი მხოლოდ დიდი რაოდენობით მიღებითაა შესაძლებელი.