ისრაელელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ყოველდღიურად მხოლოდ 100 გრამი ფინიკის მიღება საკმარისია ორგანიზმში დაბერების პროცესის შენელებისთვის, იტყობინება infosmi.net.
ორი თვის მანძილზე წარმოებდა კვლევა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მოხალისეები. შედეგებმა აჩვენა, რომ ფინიკის მოხმარებით უმჯობესდებოდა სისხლის შემადგენლობა, თირკმლებისა და ღვიძლის ფუნქციონირება. აღსანიშნავია,რომ ექსპერიმენტის არცერთ მონაწილეს არ აღენიშნა სისხლში შაქრის დონის მატება.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფინიკის რეგულარული მიღების შემთხვევაში სისხლში ქოლესტერინის დონე ქვეითდება, ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი მცირდება. ყველაზე მთავარ შედეგად კი მკვლევარები მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ ფინიკს შეუძლია შეანელოს სისხლის ჟანგვითი პროცესები, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის დაბერებას.
მეცნიერთა თქმით, ფინიკი დაბერების საწინააღმდეგო ძალიან მარტივი საშუალებაა წონის მომატების საფრთხის გარეშე.