სამეცნიერო ჯგუფმა კანზასის უნივერსიტეტიდან დაამტკიცა, რომ ქათმის ხორცის, „ქათამი-გრილის“ და შებოლილი პროდუქტების ხშირი მოხმარება ზრდის კიბოს განვითარების რისკს. ამ პროდუქტების მოყვარულები უნდა დაფიქრდნენ თავიანთ საკვებ რაციონზე, რადგან ხორცპროდუქტი, რომელმაც მავნე თერმული დამუშავება გაიარა, კანცეროგენებს დიდი რაოდენობით შეიცავს.
აღმოჩნდა, რომ ნებისმიერი ხორცი, მათ შორის ქათმისაც, შეიცავს სახიფათო კანცეროგენულ ნაერთებს, რომელთა რაოდენობა განსაკუთრებით დიდია ქათმისა და ღორის კანში, სადაც მათი შემცველობა ნორმას რამდენჯერმე აღემატება. ასეთი ხორცის ხშირი მოხმარება მნიშვნელოვნად ზრდის ძუძუსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კიბოს განვითარების რისკს. დიეტოლოგები გვირჩევენ გამოყენების წინ ქათმისაგან კანის მოცილებას, რადგან ეს მარტივი პროცედურა მნიშვნელოვნად გაზრდის პროდუქტის უსაფრთხოებას.
ამის გარდა, მეცნიერთა თქმით, უმჯობესია უარი ვთქვათ შებოლილი პროდუქტების დიდი რაოდენობით მოხმარებაზე. ეს პროდუქტი ძლიერ ტვირთავს ნაწლავებსა და საჭმლისმომნელებელ ჯირკვლებს, იწვევს რა ანთებითი დაავადებების განვითარების პროვოცირებას.