logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მოწოდება ვაქცინების ვარგისიანობის ინდიკატორების გამოყენებისკენ

უკანასკნელი ათი წლის მანძილზე გამოყენებული იყო ვაქცინების ვარგისიანობის დამდგენი 2 მილიარდი თერმომგრძნობიარე ინდიკატორი. ვაქცინების ვარგისიანობის მონიტორინგის (VVM) იმუნიზაციის პროგრამებში ჩართვის 10 წლისთავთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) და UNICEF აკეთებენ ახალ ერთიან პოლიტიკურ განცხადებას იმუნიზაციის პროცესის გაუმჯობესების საქმეში VVM-ის როლის შესახებ.
VVM მარტივი საშუალებაა, რომელიც მკაფიოდ გვამცნობს ვაქცინის ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის შემთხვევას. ათ წელზე მეტია, რაც იგი გამოიყენება და საშუალებას იძლევა უფრო მეტი ბავშვისთვის უფრო მეტ ადგილას ხელმისაწვდომი გახდეს ვაქცინაცია. ეს ინდიკატორი დაბეჭდილია ვაქცინის ფლაკონის ეტიკეტზე ან მიმაგრებულია ფლაკონის ან ამპულის თავზე. მონიტორის შიდა კვადრატი გაკეთებულია თერმომგრძნობიარე მასალისგან, რომელიც ღია ფერისაა და ხდება მუქი სითბოს ზეგავლენით, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინა აღარაა ეფექტური.
”ვაქცინების მოვლა დიდ მზრუნველობას მოითხოვს. ყველა ვაქცინა მგრძნობიარეა სითბოსადმი, ხოლო ზოგიერთი - სიცივისადმი. VVM საჭირო საშუალებაა ვაქცინაზე გადაჭარბებული ტემპერატურის მოქმედების დასადგენად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმუნიზაციის პროგრამის წარმატებისთვის,” ამბობს ჯანმო-ს ოჯახისა და საზოგადოების ჯანდაცვის საკითხების კლასტერის გენერალური დირექტორის თანაშემწე ქ-ნი დეიზი მეფიუბელუ (Daisy Mafubelu).
მაგალითისთვის, 2006 წლის მაისს ინდონეზიაში მომხდარმა მიწისძვრამ დააზიანა ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი და ასევე ჯანდაცვის ცენტრებში გასაცივებელი საშუალებები. ჩვეულებრივ, გამთბარი ვაქცინები უნდა ჩამოწერილიყო. ამ შემთხვევაში კი ვაქცინების ფლაკონებზე მონიტორების გადამოწმებისას დადგინდა, რომ ეს ვაქცინები ვარგისია. მთლიანად, VVM-ის დამსახურებით სხვადასხვა ვაქცინების 50 000-მდე დოზა გადაურჩა განადგურებას.
ჯანმოსა და UNICEF-ის გათვლებით VVM-ის გამოყენება იწვევს სულ ცოტა 5მლნ. ამერიკული დოლარის ეკონომიას გლობალური ჯანდაცვისთვის. მომავალი ათი წლის მანძილზე VVM საშუალებას მისცემს ჯანდაცვის მუშაკებს ამოიცნონ უვარგისი ვაქცინის 230მლნ. დოზა.
VVM-ის კონცეფცია შემუშავდა 1979 წელს ჯანმოს მიერ, ხოლო დაფინანსდა - აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ. ამჟამად VVM-ით ვაქცინების ყველა მწარმოებელს უზრუნველყოფს თემპტაიმის კორპორაცია. 1996 წელს გაჩნდა პირველი ინდიკატორი პოლიომიელიტის ვაქცინის ფლაკონზე, რომელმაც უმნიშვნელოდ გააძვირა ფლაკონის ფასი.
ახალი WHO/UNICEF-ის ერთიანი პოლიტიკური განაცხადი მოუწოდებს ვაქცინების მწარმოებელ ყველა ქვეყანას, რომ ვაქცინების შესყიდვის შეთანხმებებში მინიმალურ მოთხოვნად ჩადებული იყოს ფლაკონებზე ვაქცინის ვარგისიანობის ინდიკატორის არსებობა. ასევე მოუწოდებენ ყველა დონორ სააგენტოებსა და ინტერნაციონალურ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ უფასო ვაქცინების ყოველი პარტიისთვის მინიმალურ-სტანდარტად მიღებული იყოს VVM-ის არსებობა.

http://www.who.int

2007.05.07


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006