logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    “ფასტფუდის” მსგავსი მავნე პროდუქტები ამძიმებს ასთმისა და ეგზემის მიმდინარეობას ბავშვებში

ეს ეხება ბავშვებს, რომლებიც კვირაში სამ პორციაზე მეტ “ფასტფუდის” საკვებს მიირთმევენ. მათ აღენიშნებათ უფრო ხშირი ცემინება, ცრემლდენა, სურდო და ქავილი, იტყობინება The Daily Mail რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე.

სპეციალისტების აზრით, სწორედ „ფასტფუდს“ უკავშირდება ასთმის მსოფლიო ეპიდემია. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ასთმის გავრცელების მაჩვენებელი ორჯერ გაიზარდა უკანასკნელი 20 წლის მანძილზე. ამავე დროს, ბავშვების რაციონში ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების რაოდენობა სტაბილურად მცირდება.

მკვლევარებმა შეისწავლეს 51 ქვეყნის 13-14 წლის მოზარდების 319 000 და 31 ქვეყნის 6-7 წლის ბავშვების 181 000 სამედიცინო მონაცემი. კვლევის მონაწილეები და მათი მშობლები პასუხობდნენ კითხვებს ასთმის სიმპტომებთან, რინოკონიუქტივიტთან და ეგზემასთან და ასევე, რაციონთან დაკავშირებით.

დადგინდა, რომ კვირაში სამ პორციაზე მეტი ბურგერის, ჩიფსისა და პიცის მომხმარებელ მოზარდებში 39%-ით უფრო ხშირად ვლინდებოდა ასთმის მძიმე ფორმა, ხოლო ბავშვებში ეს მაჩვენებელი 27% იყო. იზრდებოდა ასევე ეგზემისა და რინიტის გამწვავებების რისკიც.

მეცნიერებისთვის ჯერ-ჯერობით გაურკვეველია აღნიშნულის მიზეზი მავნე პროდუქტებია თუ ბოსტნეულისა და ხილის არარსებობა, მაგრამ მათ დაადგინეს, რომ სასარგებლო პროდუქტების სამი და მეტი პორციის მიღება 11-14%-ით ამცირებს დაავადების გამოვლენის სიმძიმეს.

წმინდა გიორგის ჰოსპიტლის სამედიცინო სკოლის მკვლევართა გუნდმა დაამტკიცა, რომ ფილტვების ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია С და Е ვიტამინის, ბეტა-კარაოტინის მაღალი კონცენტრაცია, ასევე, ციტრუსების, ვაშლის და ხილის წვენები. ამავე დროს, მარილი, ცხიმოვანი მჟავები, როგორიცაა მარგარინში, ხელს უწყობს ასთმის განვითარებას.

http://meddaily.ru

2013.01.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006