ქრონიკული С ჰეპატიტის მქონე ავადმყოფებში ანტივირუსული თერაპიის ოპტიმიზაციისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობის მაქსიმალურად ადრეულ შეფასებას.
რუსი მეცნიერების მიერ გაანალიზებული იქნა С ჰეპატიტის გამომწვევი რნმ-ვირუსის გამოვლენის წინასწარმეტყველური ღირებულება 1, 3, 7 დღის და 1 თვის თერაპიის შემდეგ, რათა შესაძლებლობის ფარგლებში, მომხდარიყო მკურნალობის ეფექტურობის ადრეული პროგნოზირება. ვირუსული დატვირთვის გამოკვლევამ შესაბამის ვადებში შესაძლებელი გახადა გამოევლინათ ავადმყოფებში საკმაოდ ადრეული ვირუსოლოგიური პასუხი, ასევე მოეხდინათ შემდგომში ადრეული და მყარი ვირუსოლოგიური პასუხის არარსებობის პროგნოზირება.
ასეთი მიდგომით შესაძლებელი იქნება მომავალში გათვალისწინებული იქნას ქრონიკული HCV-ინფექციის მკურნალობის ფარმაკოეკონომიური ასპექტები.
http://www.solvay-pharma.ru
2007.05.01