logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    B და C ჰეპატიტები - "ნარკომანების ავადმყოფობა"

სამედიცინო ექსპერტთა გამოკვლევებით, სხვადასხვა ჯგუფის ჰეპატიტებით დედამიწის მოსახლეობის თითქმის მესამედი არის ან ოდესმე იყო ინფიცირებული. მსოფლიოში ყოველწლიურად ამ დაავადებით ან მისი გართულებებით 2 მლნ-მდე ადამიანი იღუპება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში 2004 წელს ვირუსული ჰეპატიტების ყველაზე მძიმე B და C ჰეპატიტების 1000-მდე (B ჰეპატიტი - 435, C ჰეპატიტი - 509) შემთხვევა დაფიქსირდა. ცენტრისავე ინფორმაციით, ჩვენთან, მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, B და C -ჰეპატიტებით ბავშვთა დაინფიცირების შემთხვევები საკმაოდ იშვიათია.
საქართველოში და არა მარტო ჩვენთან, B და C ჰეპატიტები შიდსზე, ნარკომანიაზე არანაკლებ პრობლემას წარმოადგენს. ექიმთა მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 5-7% ჰეპატიტის სხვადასხვა ვირუსის მატარებელია. აღსანიშნავია, რომ B და C ჰეპატიტით დაავადებულთა უმრავლესობა ნარკოტიკების ინტრავენურ მომხმარებლებზე მოდის. ასევე, საკმაოდ ხშირია დაავადების გადადება სქესობრივი გზითაც. B და C ჰეპატიტით დაავადებისაგან არც ის სამედიცინო პერსონალია დაზღვეული, რომელთაც ავადმყოფის სისხლთან ან სხვა შინაგან სითხეებთან აქვთ კონტაქტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამ დაავადებებით ბავშვთა ინფიცირება იშვიათია. ყველა ის ბავშვი, რომელთაც B ჰეპატიტის ვაქცინაცია უტარდებათ, ამ უმძიმესი დაავადებისაგან დაცულნი არიან.
საგულისხმოა, რომ B ჰეპატიტი ტემპერატურის მიმართ გამძლეა. საკმაოდ ხშირია ჰეპატიტით დაავადების ოჯახური შემთხვევები. მაგალითად, თუ ვირუსის მატარებელმა მშობელმა მოიჭრა ფრჩხილები, შემდეგ კი იმავე მაკრატლით მოჭრა ფრჩხილები ბავშვს, არ არის გამორიცხული ამ უკანასკნელის დაინფიცირება თუ იგი B ჰეპატიტზე აცრილი არ არის. ბავშვს ჰეპატიტი შეიძლება მაშინვე არ გამოუვლინდეს და პირდაპირ ქრონიკული ჰეპატიტი განუვითარდეს.
2004 წელს საქართველოში დაფიქსირებული B ჰეპატიტის 435 შემთხვევიდან, მწვავე 64%, ხოლო ქრონიკული 35% იყო. იგივე სიტუაციაა C ჰეპატიტთან დაკავშირებითაც, 509 შემთხვევიდან, მწვავე 225 და ქრონიკული 284 შემთხვევა აღინიშნა.
B და C ჰეპატიტების მიმდინარეობა გაცილებით მძიმეა, ვიდრე A ჰეპატიტის. ჰეპატიტით დაავადება აუცილებლად სიყვითლის განვითარებას არ ნიშნავს. დაავადება, შესაძლებელია, მსუბუქი "გაციების" ფორმითაც მიმდინარეობდეს. თუმცა, საბოლოოდ ვირუსის მატარებელთა 25%-ს ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი ან ღვიძლის კიბოს პირველადი სიმპტომები უვითარდება. როგორც უკვე აღინიშნა, მსოფლიო მასშტაბით, ჰეპატიტებიდან დღეისათვის პრობლემას B და C ჰეპატიტები წარმოადგენს, რომელთა მკურნალობა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
რაც შეეხება A და E ჰეპატიტებს, ისინი სხვა ვირუსულ ჰეპატიტებთან შედარებით მსუბუქი ფორმისაა. ამ დაავადებით ინფიცირება ჰიგიენური წესების დარღვევას უკავშირდება. როგორც ყველა სხვა ნაწლავური ინფექცია, ისინიც ფეკალურ-ორალური გადაცემის მექანიზმით ვრცელდება. საქართველოში A ჰეპატიტით დაინფიცირების შემთხვევები, 80-იან წლებთან შედარებით, ბოლო პერიოდში შემცირდა. ახლა ყოველწლიურად ამ დაავადების მხოლოდ 2000-3000 შემთხვევა ფიქსირდება. A ჰეპატიტის ინკუბაციური პერიოდი 15-50 დღეს შეადგენს. დაავადებული ვირუსს ინკუბაციური პერიოდის მეორე ნახევრიდან გამოყოფს. სიყვითლის გამოვლინების შემდეგ, გადამდებლობა მკვეთრად მცირდება და, ფაქტობრივად, წყდება კიდეც.
E ჰეპატიტი, უმეტესად, წყლის საშუალებით ვრცელდება. ავადობის მაღალი სიხშირე 15-29 წლის ასაკობრივ ჯგუფებში ვლინდება და, ძირითადად, მამაკაცებისთვისაა დამახასიათებელი. თუმცა ამ დაავადებით არცთუ იშვიათად, ორსულებიც ავადდებიან. საგულისხმოა, რომ საქართველოში E ჰეპატიტის შემთხვევები ნაკლებად ფიქსირდება, ხოლო ცენტრალური აზიის ქვეყნებში კი საკმაოდ გავრცელებულია.
რაც შეეხება D ჰეპატიტს, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, D ჰეპატიტი ცალკე არ ფიქსირდება. ეს ვირუსი B ჰეპატიტის ერთ-ერთი ფორმაა. ის ელვისებურად მიმდინარეობს და, ძირითადად, ავადმყოფის სიკვდილით მთავრდება. საბედნიეროდ, D ჰეპატიტი საკმაოდ იშვიათი დაავადებაა და საქართველოში ბოლო წლებში საერთოდ არ დაფიქსირებულა.

ქეთი ბერიკაშვილი

http://www.opentext.ge/resonance

2005.04.20


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006