|
|
|
|
28 ივლისი, 2012, ჰეპატიტის მსოფლიო დღე
|
2010 წელს ჯანმრთელობის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) მსოფლიო ასამბლეის სესიაზე მიიღო გადაწყვეტილება, 28 ივლისი გამოცხადდეს ჰეპატიტთან ბრძოლის მსოფლიო დღედ. ამ დღის მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ვირუსული ჰეპატიტების შესახებ. პირველად მსოფლიო ჰეპატიტის დღე 2008 წლის 19 მაისს აღინიშნა. ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში ყოველი 12–დან ერთი ადამიანი დაინფიცირებულია B და C ჰეპატიტით.ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე აივ ინფექციისა და კიბოს პრევალენტობის მაჩვენებელი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოსახლეობის ინფორმირებულობის და სამედიცინო განათლების დონე დაბალია - დაავადებულთა უმრავლესობამ არ იცის, რომ ის ინფიცირებულია. ჰეპატიტის მსოფლიო ალიანსი, რომელიც კოორდინაციას უწევს ამ დღის მსოფლიოში აღნიშნვას, იმედს გამოთქვამს, რომ ჰეპატიტის მსოფლიო დღე შესაძლებლობას მისცემს ადამიანებს გააცნობიერონ ამ ვირუსული ინფექციის მასშტაბებები. აგრეთვე, მიიღონ ინფორმაცია მისი პრევენციის შესახებ. დადგენილია, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად რეგისტრირდება A ჰეპატიტის 1.4 მილიონი შემთხვევა. მსოფლიოში B ჰეპატიტის ვირუსით დაინფიცირებულია დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი, ხოლო დაახლოებით 130 მილიონი ადამიანი ქრონიკულად არის დაინფიცირებული C ჰეპატიტის ვირუსით. კამპანიის გრძელვადიან მიზანს წარმოადგენს, თავიდან ავიცილოთ ახალი ინფექციები და გავაუმჯობესოთ B და C ჰეპატიტებით დაავადებულ ადამიანთა მკურნალობის შედეგები.
ჰეპატიტის მსოფლიო დღე ყურადღებას ამახვილებს შემდეგ საკითხებზე:
- ვირუსული ჰეპატიტების და მასთან დაკავშირებული დაავადებების პრევენციის, სკრინინგის და კონტროლის გაძლიერება;
- B ჰეპატიტის წინააღმდეგ ვაქცინაციის მოცვის გაფართოება და მისი ინტეგრაცია იმუნიზაციის ნაციონალურ პროგრამებში;
- ჰეპატიტებზე გლობალური რეაგირების კოორდინაცია.
http://www.ncdc.ge
2012.07.27
|
|
|
|
|
|