მიმდინარე თვეში საქართველოში შიდსით ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ექიმების თქმით, გარდაცვალების მიზეზი ყველა შემთხვევაში დაგვიანებული მკურნალობა გახდა.
შიდსის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ამჟამად საქართველოში შიდსის სულ 3 400 შემთხვევაა დაფიქსირებული. 2012 წელს კი 285 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სპეციალისტების განცხადებით, შიდსით დაავადებულთა რიცხვი წინა წელთან შედარებით მომატებულია, მაგრამ სტატისტიკა შემაშფოთებელი არ არის.