logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    შვიდი სამკურნალო მცენარე და სანელებელი, რომელიც დაგვეხმარება არტერიული წნევის დაქვეითებაში

ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემა ასაკთან ერთად მნიშვნელოვან ”ცვეთას” განიცდის - სისხლძარღვის კედლებზე გროვდება ქოლესტერინი, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში იწვევს სისხლძარღვის სანათურის დახშობას და თრომბების განვითარებას.

წლების შემდეგ ქოლესტერინის ასეთი გროვების რაოდენობა სულ უფრო იმატებს და გულს უხდება სულ უფრო მეტი ძალის დახარჯვა კუნთებისა და ქსოვილების ჯანგბადით მომარაგების უზრუნველსაყოფად. ეს იწვევს არტერიული წნევის მომატებას და გულ-სისხლძარღვთ სისტემის ძირითადი დაავადებებისა და დარღვევების განვითარებას. აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია არათუ ამ პროცესის შეჩერება, არამედ მისი უკუგანვითარებაც კი შვიდი სახეობის სამკურნალო მცენარის გამოყენებით, რომლებიც ამავდროულად სანელებლებადაც გვევლინებიან.

1. ნიორი - შეიცავს ალიცინს, ნივთიერებას, რომელიც გამოირჩევა მძლავრი ანტიბაქტერიული, ანტიოქსიდანტური და ანტიჰიპერტენზიული თვისებებით. ნიორი გვეხმარება არტერიული წნევის დაქვეითებაში, როგორც ხანმოკლე, ასევე ხანგრძლივი პერსპექტივით. მისი დაუყოვნებელი ეფექტი გამოვლინდება მოხმარებიდან 5 საათში და შეიძლება გაგრძელდეს 9 საათის განმავლობაში.

2. დარიჩინი - მისი მოქმედება შესწავლილია მთელი რიგი კვლევების საშუალებით. დღიურად 250 მგ დარიჩინის მიღების შემთხვევაში, რამდენიმე კვირაში 13-დან 23%-მდე ქვეითდება როგორც შაქრის დონე სისხლში, ასევე არტერიული წნევაც.

3. ხახვი - შეიცავს კვარცეტინს, მძლავრ ანტიოქსიდანტს, რომელიც ეფექტურად გვიცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემის თითქმის ყველა დაავადებისაგან და პირველ რიგში - ინსულტისაგან.

4. ზეითუნი - მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ დიეტად აღიარებული ხმელთაშუაზღვისპირეთის დიეტის მნიშვნელოვანი ინგრედიენტია. 40 გრამი ზეითუნის ზეთის მიღების შემდეგ არტერიული წნევის დონე 50%-ით ქვეითდება.

5. თავშავა (იგივე ორეგანო) - შეიცავს კარვაკროლს. ეს შენაერთი შესწავლილი იქნა თურქი მეცნიერების მიერ. ცხოველებზე ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ კარვაკროლს შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს გულის შეკუმშვათა რაოდენობა, არტერიული წნევის საშუალო მაჩვენებელი, ასევე დააქვეითოს როგორც სისტოლური, ასევე დიასტოლური წნევა.

6. კუნელი - ამ ნივთიერების ექსტრაქტი კარგადაა ცნობილი გულით ავადმყოფებისათვის. მას რეალურად შეუძლია გაასუფთაოს სისხლძარღვთა კედლები ქოლესტერინის ნადებისაგან, გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა და შეამციროს გულზე დატვირთვა.

7. ილი - ამ ცოტა ხნის წინათ ინდოელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა მაღალი არტერიული წნევის მქონე 40 მოხალისე პაციენტი. ამ ჯგუფის ყოველი მონაწილე ყოველდღიურად იღებდა 3გრ ილის შემცველ ფხვნილს. სამი თვის შემდეგ არტერიული წნევის სრული ნორმალიზაცია აღინიშნა 38 პაციენტში.


http://Medlinks.ru

2012.04.30


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006