მეცნიერებმა ჰოვარდ ჰიუზის სამედიცინო ინსტიტუტიდან (Howard Hughes Medical Institute) შეძლეს აღმოეჩინათ ნეირონები, რომლებიც აკონტროლებენ თაგვების კვებით ქცევას. სპეციალისტებმა ოპტოგენეტიკური მექანიზმების წყალობით (ოპტოგენეტიკა - ეს არის ნეირობიოლოგიის სფერო, რომელიც აერთიანებს ცხოველებში ნეირონული კავშირების კვლევის ოპტიკურ და გენეტიკურ მეთოდებს) გაააქტივეს ნეირონების ჯგუფი, რომლებიც იწვევედნენ თაგვებში ან ბევრი საკვების მიღების სურვილს ან საკვების მიღების საერთოდ აკრძალვას.
ექსპერტების განმარტებით, როცა თაგვებში ხდებოდა იმ ნეირონების სტიმულირება, რომლებიც ააქტივებენ კვების პროცესს, მაშინ ისინი იწყებდნენ საკვების ჭარბად მიღებას: კერძოდ ერთ საათში მოხმარებული საკვების რაოდენობა 20-ჯერ აღემატებოდა წინა საათის განმავლობაში მიღებული საკვების რაოდენობას. მადის დამთრგუნველი ნეირონების სტიმულაციის შემთხვევაში, თაგვების მიერ დღე-ღამის განმავლობაში მიღებული საკვების რაოდენობა მცირდებოდა 40%-ით, რასაც თან ახლდა სხეულის მასის კლება 7%-ით.
”თუკი გავავლებთ ანალოგიას ადამიანთან, ეს შეესაბამება მოზრდილი ადამიანის მიერ ერთ დღეში 5,5 კგ-ის დაკლებას”, - ასეთ კომენტარს აკეთებს კვლევის ხელმძღვანელი სკოტ სტერსონი.
როგორც მეცნიერები იმედოვნებენ, კვლევის დროს მიღებული შედეგები მომავალში ადამიანებში კვებითი დარღვევების მკურნალობის ეფექტური მეთოდების შემუშავების საშუალებას მოგვცემს. თუმცა, ნებისმიერი ადამიანის კვებითი ქცევის თვისებურებების განსაზღვრა უკვე ამ დროისთვისაც არის შესაძლებელი.
ამრიგად, გენეტიკური დიაგნოსტიკის პროგრამა - ”დიეტა და მეტაბოლიზმი”, რომელიც შემუშავებულია კომპანია GENEX-ის მიერ, გამოავლენს საკვები პროდუქტების შეთვისების ინდივიდუალურ თავისებურებებს, რომლებიც გენებზეა დამოკიდებული. ეს ინფორმაცია საშუალებას იძლევა, შეირჩეს ოპტიმალური რაციონი და ფიზიკური ვარჯიშების პროგრამა, რომელიც შეესაბამება ყოველი კონკრეტული ადამიანის ინდივიდუალურ გენეტიკურ პროფილს. აღნიშნული კვლევა დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში.