იაპონელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ჩვეულებრივ ხახვს შეუძლია შეანელოს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე დაბერების პროცესები.
იაპონელებმა ჩაატარეს მთელი რიგი კვლევები, რომელთა შედეგებმაც გამოავლინა ხახვის ახალი სასარგებლო თვისება - დაბერების პროცესებზე ზემოქმედების უნარი.
სისხლში მოხვედრისას ხახვის შემადგენლობაში შემავალი აქტიური გოგირდოვანი ნაერთები დადებითად მოქმედებენ მრავალ მნიშვნელოვან ზონაზე. ამ შენაერთებს შეუძლიათ ტვინის იმ უჯრედების გაახალგაზრდავება, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ემოციებზე და მეხსიერებაზე.
კაცობრიობისათვის უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ჩვეულებრივი ხახვი არამარტო პიკანტურ გემოს სძენს კერძებს, არამედ კეთილისმყოფელად მოქმედებს იმუნიტეტზე, ეხმარება ორგანიზმს გაცივების წინააღმდეგ ბრძოლაში. მნიშვნელოვანია, რომ სითბური დამუშავების მიუხედავად, ის სასარგებლო თვისებებს მაინც ინარჩუნებს (70%-ით).
უფრო ადრე ფრანგმა მეცნიერებმა ასევე შეავსეს ხახვის სასარგებლო თვისებების კოლექცია ახალი აღმოჩენით. მათ შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ საკვებში ხახვისა და ნივრის რეგულარული მოხმარება ამცირებს ძუძუს კიბოთი ავადობას.