19-20 ოქტომბერს "ათასწლეულის განვითარების მიზნების" საპარლამენტო ჯგუფი და გაერო-ს მოსახლეობის ფონდი პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან ერთად დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის აივ-ინფექციისა და შიდსის თემატიკაზე სემინარებს გამართავენ.
შეხვედრაზე აივ-ინფექციისა და შიდსის გავრცელებისა და პრევენციის საკითხები, აივ-ეპიდემიის თავისებურებები საქართველოში, აივ-ინფექციასთან და შიდსთან დაკავშირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის, შიდსის საპასუხო გლობალური და ეროვნული პოლიტიკისა და სტრატეგიების საკითხები განიხილება.
სემინარებს საქართველოს პარლამენტის შენობაში არასამთავრობო ორგანიზაცია "თანადგომის" ექსპერტ-ტრენერები გაუძღვებიან.