ნიგოზს დიდი ხანია მიაკუთვნებენ იმ პროდუქტების რიცხვს, რომლებიც განსაკუთრებით სასარგებლოა ტვინის მუშაობისათვის. მორიგმა კვლევამ, რომლის შედეგებიც გამოქვეყნდა ავტორიტეტულ ბრიტანულ ჟურნალში British Journal of Nutrition, არამარტო გამოავლინა ამ კვების პროდუქტის ცხადი სარგებლიანობის დამადასტურებელი მონაცემები აზროვნების პროცესისათვის, არამედ დაადგინა, რომ მის შემადგენლობაში შემავალ კომპონენტებს შეუძლიათ ე.წ. კრიტიკული აზროვნების სტიმულირება.
ჩვეულებრივ, ამის ქვეშ იგულისხმება ის, რასაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ვუწოდებთ ლოგიკას - ანუ ადამიანის უნარს, გააკეთოს დასკვნები რამდენიმე არსებული მონაცემის საფუძველზე, შეადაროს დიდი მოცულობის
ინფორმაციები და ამოარჩიოს პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე ოპტიმალური გზა.
კვლევა ჩატარდა ენდრიუსის უნივერისტეტში დიეტოლოგიის პროფესორის პიტერ პრიბისის (Peter Pribis) ხელმძღვანელობით. ფორმირებული იქნა ორი საკონტროლო ჯგუფი, რომლებიც 8 საათის განმავლობაში იკვებებოდნენ აბსოლუტურად ერთნაირი რაციონით, ერთი განსხვავებით: პირველი ჯგუფი ყოველდღიურად იღებდა ნახევარ ჭიქა ნიგოზს. გამოსაცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ პირველი ჯგუფის წევრებში 11,8%-ით გაიზარდა კრიტიკული აზროვნების უნარი. ყურადღება ექცეოდა გადაწყვეტილების მიღების სისწრაფეს და მის სისწორეს, ასევე სხვადასხვა მოვლენის ანალიზის უნარს. მეორე ჯგუფში ანალოგიური შედეგი მიღებული არ იქნა.
მკვლევარების აზრით, ასეთი ეფექტი მიიღწევა ნიგოზში შემავალი ნეიროპროტექტორული ნივთიერებების, მათ შორის Е ვიტამინის, ფოლიუმის მჟავის, მელატონინის, პოლიფენოლის, ასევე ლანოლინის მჟავის ხარჯზე. საკვებად ნიგვზის მიღების წყალობით ხდება ორგანიზმის გაჯერება სეროტონინით და დოპამინით.
ნივთიერებების პირველი ჯგუფი ძირითად ზემოქმედებას ახდენს უშუალოდ თავის ტვინზე, აუმჯობესებს რა ინფორმაციის აღქმისა და დამუშავების სისწრაფეს, გვეხმარება კითხვებზე უფრო ოპტიმალური პასუხების შერჩევაში, მაშინ, როდესაც სეროტონი და დოპამინი მოქმედებენ ნეოირონულ ქსელში სიგნალების გადაცემის სისწრაფეზე ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, რეაქციიის სისწრაფეზე, რაც ასევე მნიშვნელოვნად ზრდის კრიტიკული აზროვნების პროდუქტიულობას.
ამ სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებულია ყველა თხილეული, თუმცა საინტერესოა, რომ ნიგოზი შეუცვლელია ჩვენი ტვინისათვის, ვინაიდან თვით ტვინი 60%-ით წარმოდგენილია იგივე ნივთიერებებისაგან, რომლითაც მდიდარია კვების ეს პროდუქტი.
მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ნიგვზის მოხმარების სარგებლიანობა ჯერ კიდევ არ არის სრულად შესწავლილი. სეროტონინი და დოპამინი კარგად არის ცნობილი სამედიცინო მეცნიერებისათვის. ისინი გამოიყენება მრავალ სამკურნალო პრეპარატში და კეთილისმყოფელ ზეგავლენას ახდენს პაციენტების ორგანიზმზე სხვადასხვა დაავადებების დროს.