ესპანელმა მეცნიერებმა განახორციელეს MVA-B ვაქცინის ტესტირება და დაადგინეს, რომ იგი 92% შემთხვევაში ახდენს აივ-ინფექციაზე იმუნური პასუხის ინიცირებას, იტყობინება The Telegraph. პროექტის ხელმძღვანელი პროფესორი მარიანო ესტებანი აღნიშნავს, რომ ვაქცინის დახმარებით ორგანიზმი ახდენს აივ-ვირუსის ამოცნობას.
ცნობილია, რომ ვაქცინა შეიცავს ვირუსის ოთხ გენს, რომელიც ასტიმულირებს Т და В ლიმფოციტებს (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპები). სხვადასხვა ლიმფოციტები დაპროგრამებულია პათოგენების სხვადასხვა სახეობების წინააღმდეგ საბრძოლველად. აივ-ინფექციას ისინი ადვილად ვერ ამარცხებენ და ამიტომ ლიმფოციტებს სჭირდებათ “ტრენირება”. В-უჯრედები გამოიმუშავებენ ანტისხეულებს, რომელიც ვირუსს უტევს უჯრედში შეჭრამდე. Т-უჯრედები კი ავლენს და ანადგურებს დაინფიცირებულ უჯრედებს.
აღნიშნული ვაქცინის გამოყენებით მოხალისეთა ორ მესამედს გამოუმუშავდა აივ-ვირუსზე ორიენტირებული ანტისხეულები ვაქცინაციიდან 11 თვის შემდეგ. 30%-ზე მეტს გამოუმუშავდა აივ-ვირუსის საწინააღმდეგო Т უჯრედების ტიპი, სახელწოდებით CD4+, ხოლო დანარჩენებს – უჯრედების კიდევ ერთი ტიპი – CD8+.
მეცნიერები გეგმავენ გამომუშავებული იმუნური პასუხის ეფექტურობის აივ-ინფიცირებულებზე გამოცდას, ვარაუდობენ რა, რომ გამოვლინდება სისხლში ვირუსის კონცენტრაციის შემცირება.