ლაბორატორიულმა ტესტებმა აჩვენა: ქინძის ზეთს შეუძლია შეებრძოლოს ბაქტერიების სახიფათო შტამებს. ამ სანელებელს დიდი ხანია იყენებდნენ ხალხურ მედიცინაში. ითვლებოდა, რომ მას შეუძლია დაგვიცვას ტკივილის, კოლიკის, გულისრევის, სოკოვანი ინფექციებისა და კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემებისაგან.
თუმცა ახლახან მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ქინძი ასევე აჩერებს 12 სახის ბაქტერიების ზრდას, მათ შორის არის E. coli, სალმონელა და რეზისტენტული სტაფილოკოკი. ლაბორატორიულ ტესტებში გამოიყენებოდა ხსნარი, რომელიც შეიცავდა 1,6%-მდე ქინძის ზეთს.
”მიუხედავად ასეთი მცირე რაოდენობისა, ქინძის ზეთი მაინც იწვევს ბაქტერიების მემბრანის დაზიანებას. ის არღვევს ბარიერს, რომელიც ბაქტერიას გამოყოფს გარემოსაგან, აფერხებს პროცესებს, მათ შორის სუნთქვის პროცესს. ამის შედეგად ბაქტერია იღუპება,” - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი ფერნანდა დომინგეზი (ბეირა ინტერიორის უნივერსიტეტი).
თუმცა ის ვერ მოერია Bacillus cereus, რომელიც იწვევს კვებით ტოქსიკოინფექციებს ადამიანებში (მიმდინარეობს დიარეით და პირღებინებით) და Enterococcus faecalis, რომელიც ხშირად არის საშარდე გზების, მცირე მენჯის ღრუს ინფექციების, ასევე ჭრილობების დაიფიცირების მიზეზი.
ე.ი. ქინძი მოქმედებს, თუ ბაქტერიის მემბრანა განვლადია და მისი, როგორც კონსერვანტის გამოყენება - რეალურია.