1997 წელს ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ G ჰეპატიტის ვირუსი ოფიციალურად აღიარა უსაფრთხოდ ადამიანის ჯანმრთელობისათვის. თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებენ ბოლო კვლევების შედეგები - კერძოდ იმას, რომ შესაძლებელია ამ ვირუსით დასნებოვნება სისხლის მეშვეობით.
მკვლევარები ამტკიცებენ, რომ აღნიშნულმა ვირუსმა გამოიწვია ციროზით და ღვიძლის კიბოთი დაავადებული ადამიანების რაოდენობის ზრდა. ეს დასკვნა გამოქვეყნებული იქნა ჟურნალში Immunological Studies. არსებობს იმის საფუძველიც, რომ ერთდროულად შიდსით დასნებოვნება ზრდის იმუნური სისტემის აქტივობას.
მას შემდეგ, რაც ვირუსი გამოცხადებული იქნა უსაფრთხოდ, შეწყდა დონორების სისხლის გამოკვლევა მის არსებობაზე. მეცნიერებმა საუდის არაბეთიდან გაანალიზეს ბოლო 16 წლის მანძილზე არსებული ლიტერატურა და მივიდნენ იმ დასკვნამდე, როიმ ვირუსი საკმაოდ გავრცელებულია მსოფლიოში. უფრო მეტიც, არსებობს ვირუსის კავშირი ჰეპატიტებთან, ციროზთან, ჰეპატოცელულარულ კარცინომასთან, ჰემატოლოგიურ დარღვევებთან და ჰემატოლოგიურ ავთვისებიან წარმონაქმნებთან.