ალ-აინეს არაბთა გაერთიანებული საამიროების უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ საკვებად ზაფრანის გამოყენება დადებითად მოქმედებს ღვიძლის მდგომარეობაზე და იცავს მას ახალწარმონაქმნების განვითარებისაგან.
ლაბორატორიულ ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგები დიდი იმედების მომცემია. კვლევის შედეგები გამოქვეყნდება ჟურნალში “Hepatology”.
ექსპერიმენტის დროს მეცნიერებმა ლაბორატორიული ცხოველების რაციონს დაამატეს ზაფრანა დღეში 75, 150 და 300 მგ რაოდენობით. გარკვეული პერიოდის შემდეგ ცხოველებს შეუყვანეს ღვიძლში ახალწარმონაქმნის ზრდის მასტიმულირებელი ნივთიერება. ამის შემდეგ კვლავ გააგრძელეს ზაფრანის საკვებად მიცემა კიდევ 22 კვირის განმავლობაში.
ყველაზე მეტი დაცვითი უნარი გამოავლინა იმ თაგვებმა, რომლებიც ღებულობდნენ ზაფრანას ყველაზე მეტი რაოდენობით, თუმცა ეს ეფექტი მეტ-ნაკლებად აღენიშნა დანარჩენ ცხოველებსაც.
შემდგომი კვლევით მეცნიერები დაადგენენ, თუ რამდენად შესაძლებელია ზაფრანის ღვიძლის დაავადებების პროფილაქტიკური მიზნით გამოყენება ადამიანებში.