logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მარილისა და ნარკოტიკების ზემოქმედება ტვინზე მსგავსია

საინტერესო დასკვნის გაკეთება შეიძლება ავსტრალიელი მეცნიერებისა და მათი ამერიკელი კოლეგების მიერ მიერ (Duke University Medical Center, ჩრდილოეთ კაროლინა, აშშ) ჩატარებული ერთობლივი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით. შესაძლოა, ის ნარკოტიკები, რომლებიც იწვევენ მიჩვევას, ტვინზე ზემოქმედებისათვის იყენებენ იმავე ნეირონულ შენაერთებს, რომლებიც ჩართული არიან მარილის გემოს აღქმაში.

ცნობილია, რომ ინსტინქტები შეიძლება მნიშვნელოვნად იცვლებოდეს ინდივიდუალური გამოცდილების დაგროვების კვალდაკვალ, რომლის გათვალისწინებაც ხდება ქცევის მოდელის ჩამოყალიბებისას.

უფრო ადრე წამოწეული იყო თეორია, რომ ნარკოტიული დამოკიდებულება კონტროლდება იგივე ნეირონული ჯაჭვებით, რომლებიც იწვევენ ინსტინქტების ”გაშვებას”. აღნიშნული კვლევის დროს პირველად იქნა შესწავლილი მარილის მადის გენეტიკური რეგულაცია, რომელიც მიმდინარეობს ჰიპოთალამუსში. მეცნიერებმა აჩვენეს, რომ მარილის მადას არეგულირებს გენების იგივე ჯგუფი, რომლებიც მონაწილეობენ ოპიატებისა და კოკაინის მიმართ დამოკიდებულების ფორმირებაში. მარილის მადის სტიმულაცია საცდელ თაგვებში ხდებოდა რაციონში მარილის შეზღუდვით და ორგანიზმში ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის შეყვანით, რაც ზრდიდა ორგანიზმის მარილზე მოთხოვნილებას.

კვლევის წამყვანი სპეციალისტის ნეირობიოლოგიის პროფესორის ვოლფგანგ ლიტკეს განმარტებით, ცდების დროს გამოვლენილი იქნა მარილის მადის გენი-გადამრთველები. მეცნიერების გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ თაგვების მიერ მარილის ხსნარის მიღებიდან ათი წუთის შემდეგ ხდებოდა ამ გენების ”გამორთვა”. როგორც ცნობილია, სისხლის მიმოქცევაში მარილის შეწოვისათვის ბევრად მეტი დროა საჭირო.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ ხდება ასე სწრაფად მარილის მადის სწრაფი დაკმაყოფილება. ევოლუციური თვალსაზრისით, ორგანიზმის მიერ მარილზე მოთხოვნილების სწრაფი დაკმაყოფილება ცხოველებს აძლევს საშუალებას, სწრაფად დატოვონ დარწყულების ადგილები, რაც ამცირებს მათზე მტაცებლური თავდასხმის ალბათობას.


http://Vertigo.ru

2011.08.24


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006