ყოველდღიურად მსოფლიოში შიდსით 5000-მდე ადამიანი იღუპება. ამის შესახებ გაცხადებულია შიდსის პათოგენეზის, მკურნალობისა და პრევენციის შესახებ რომში მიმდინარე მე-6 კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებაში.
გარდა ამისა, ექსპერტების მონაცემებით მსოფლიოში აივ-დაინფიცირება ხდება ყოველ 6 წამში, რაც შეადგენს დაახლოებით 7 400 ადამიანს დღეში, რომელთა შორის 1000 ბავშვია. დაინფიცირებულთა მხოლოდ ნახევარი მიმართავს სამედიცინო დახმარებას.
შიდსის გავრცელების კონტროლირება დღემდე ვერ ხერხდება.
კონფერენციის თანათავმჯდომარის სტეფან ველას თქმით, ეპიდემიის დამარცხებისთვის უნდა ხდებოდეს ყველა დაინფიცირებულის სათანადო მკურნალობა, როგორც ეს განხორციელდა 1950-იან წლებში ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის შემთხვევაში.
http://mignews.com
2011.07.19