ამისათვის მთავარია შეარჩიოთ პროდუქტი, რომელიც ნამდვილად გიყვართ. არჩევანი კი საკმაოდ დიდია:
კეფირი - ის ხელს უწყობს ცხიმოვანი ცვლის საბოლოო პროდუქტების გამოტანას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამცირებს სიმძიმის შეგრძნებას კუჭის არეში, აუმჯობესებს სახის ფერს. დადებითი ეფექტი შეინიშნება ერთ საათში - ამ დროის განმავლობაში შეიწოვება კეფირის 91%.
1,5-2ლ უცხიმო კეფირი, აციდოფილინი, მაწონი ან იოგურტი შაქრის გარეშე გაყავით 5-6 პორციად და დალიეთ დღის განმავლობაში. იმისათვის, რომ არ შეგაწუხოთ შიმშილმა, ყოველ ჯერზე მიიღეთ საკვები ცელულოზის 5-6 აბი, რომელიც შეგიქმნით სავსე კუჭის შეგრძნებას.
ხაჭო - განკუთვნილია მათთვის, რომლებიც ვერ აღიქვამენ კეფირს, როგორც მსუბუქ საკვებს და მას თვლიან მხოლოდ სასმელად, ჩაის მსგავსად. ასეთი მიდგომით კეფირის დიეტა შეიძლება შიმშილობად ჩაითვალოს. ხაჭო უფრო მეტ ადგილს იკავებს კუჭში და უფრო ნელა მოინელება, ამიტომაც ხაჭოთი განტვირთვის დღე უფრო კომფორტულია - ნაკლებად გშია.
600გ უცხიმო ხაჭო, 60გ ნაკლებად ცხიმიანი არაჟანი, 2 ჭიქა უშაქრო ჩაი და 2 ჭიქა ასკილის ნაყენი ან მინერალური წყალი გაყავით 5 მიღებაზე.
ვაშლი - მასში ბევრია ნივთიერებათა ცვლის სტიმულატორები - С, В1, В2, Р, Е ვიტამინები, კაროტინები, რკინა, კობალტი. ორგანული მჟავეები, ასევე უჯრედისი და პექტინები, რომლებიც ბოჭავენ ცხიმებს და გამოაძევებენ მათ ორგანიზმიდან. უპირატესობა მიანიჭეთ მჟავე ჯიშებს, ვინაიდან ტკბილი ჯიშები უფრო კალორიულია.
მიირთვით 1,5-2ლკგ ვაშლი დაუმუშავებელი სახით, ასევე სალათებში ბოსტნეულთან ერთად ან აირღუმელში გამომცხვარი ქიშმიშთან ერთად. მიიღეთ დღეში 4-5 ჭიქა ვაშლის წვენი ან უშაქრო კომპოტი. შეგიძლიათ კანიც დააყოლოთ, თუ არ გაწუხებთ გასტრიტი ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა დაავადება (ასეთ შემთხვევაში საერთოდ დაუშვებელია განტვირთვის დღეები!). ვაშლი შეიცავს ბევრ უჯრედისს, რაც ქმნის დანაყრების გრძნობას. ის არეგულირებს ნაწლავების მოქმედებას, იწვევს საკვებად მიღებული ცხიმის შებოჭვას და გამოდევნას ორგანიზმიდან.
კიტრი - 95%-ში წყლისაგან შედგება, თანაც ის შედგენილობის მიხედვით ახლოსაა უჯრედშიდა სითხესთან. კიტრის დიეტა ააქტივებს ნივთიერებათა ცვლას მასში შემავალი ბუნებრივი კატალიზატორების - კალიუმის, ფოლიუმის მჟავის, В ჯგუფის ვიტამინების წყალობით. კიტრის წვენი ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს, ამცირებს წნევას, გულზე დატვირთვას. ამ დიეტის წყალობით შეიძლება დღეში 1,5-2 კგ-ის დაკლება!
მიირთვით დღეში დაახლოებით 2კგ კიტრი 5-6 მიღებაზე. შეიძლება სალათის დამზადება მწვანილით, ან ცივი სუფების (მაგ. ოკროშკა, სანახევროდ წყლით განზავებული) ან ბურახის მომზადება შაქრის გარეშე.
ფორთოხალი - შეგიძლიათ მიიღოთ საუზმეზე, სადილად, ვახშმად, არანაკლებ 1,5-2კგ დღეში. თითოეული შეიცავს 45 მგ კალციუმს და 100მგ С ვიტამინს (დღიური დოზა). ნარინჯისფერი რბილობი მოქმედებს, როგოც მსუბუქი საფაღარათო საშუალება, ხელს უწყობს ორგანიზმიდან შლაკების, ტოქსინებისა და საკვებით მიღებული ჭარბი ცხიმოვანი მჟავეების გამოდევნას. ფორთოხალი შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, რომელიც თრგუნავს მადას და 100გ მხოლოდ 40 კკალ-ს შეიცავს. თუმცა, მომატებული მჟავეობით მიმდინარე გასტრიტის შემთხვევაში ფორთოხლის დღეების მოწყობა არ შეიძლება.
შეგიძლიათ მოამზადოთ სალათი 6 ფორთოხლის, 4 სტაფილოს, 0,5 კგ კომბოსტოს, ერთი ჭიქა ყურძნის მარცვლებისა და 4 ჩაის კოვზის კუნჯუტის მარცვლებისაგან, ლიმონის წვენის დამატებით. გაყავით 4 პორციად. შეგიძლიათ დააყოლოთ ფორთოხლისა და გრეიფრუტის ახლადგამოწურული წვენის მიქსი, რომელიც არაჩვეულებრივად წვავს ცხიმებს და ამცირებს მადას.
http://redtram.com
2011.06.06