თუკი ყოველდღე მივიღებთ საკვებად პომიდორს, ეს შეამცირებს ქოლესტერინისა და შაქრის დონეს, რაც დაგვიცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებისაგან, დაადგინა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ადელაიდის უნივერსიტეტიდან
მეცნიერების აზრით, პომიდვრის წითელ პიგმენტს - ლიკოპინს გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები, რაც აუცილებელია ჯანმრთელობისათვის. აღნიშნული დასკვნები გამოქვეყნებული იქნა ჟურნალში Maturitas.
სამუშაოს საფუძვლად დაედო მონაცემები ლიკოპინის ჯამური ეფექტის შესახებ, რომლითაც ის ზემოქმედებს ქოლესტერინზე და სისხლის წნევაზე, ასევე ბოლო 55 წლის განმავლობაში ჩატარებული 14 კვლევის მონაცემების ანალიზი. ამრიგად, ყოველდღიურად 25 მგრ ლიკოპინის მიღების შემთხვევაში შესაძლებელია ქოლესტერინის დონე შემცირდეს 10%-ით, ამბობს მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი დოქტორი კარინ რიდი.
ამრიგად, საჭიროა ყოველდღე დავლიოთ 500მლ ტომატის წვენი ან შევჭამოთ 50გრ ტომატ-პასტა. ეს შეიძლება შევადაროთ მედიკამენტების მცირე დოზების ეფექტს, რომლებსაც, ჩვეულებრივ, უწერენ იმ ადამიანებს, რომლებსაც აღენიშნებათ ქოლესტეინის დონის მცირედი მომატება გვერდითი ეფექტების გარეშე. კვლევებმა აჩვენა, რომ თერმულად დამუშავებული ტომატების გამოყენებისას ლიკოპინი უკეთ შეიწოვება.
http://Meddaily.ru
2011.05.20